Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'12 / 13:26

8 ოქტომბერს მინისტრობის კანდიდატების დასახელებასთან ერთად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალარჩეულ პარლამენტში მომავალი თანამდებობის პირებიც წარადგინა. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდება, რომელიც მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყანაში მნიშვნელობით რიგით მეორე თანამდებობაა პრეზიდენტის შემდეგ. 

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძე, პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე დასახელდა; კოალიციიდან ვიცესპიკერები იქნებიან ასევე: კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური; მრეწველთა ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე; და ზურაბ აბაშიძე, „თავისუფალი დემოკრატებიდან“. 

ჯერ–ჯერობით უცნობია აჭარიდან რომელი მაჟორიტარი დეპუტატი შეავსებს კუთვნილ კვოტას სპიკერატში, სადაც არაუმეტეს სამი მოადგილის თანამდებობაა გათვალისწინებული უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფებისთვის. 

8 ოქტომბერს დავით უსუფაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად  დავით საგანელიძის კანდიდატურა განიხილება. მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციაში ჯერ–ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ფრაქციით იქნება ის პარლამენტში წარმოდგენილი.

15 საპარლამენტო კომიტეტიდან რვას ივანიშვილის პარტიის, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრები ჩაუდგებიან სათავეში, ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატები" და რესპუბლიკელები 3–3 კომიტეტის ხელმძღვანელობას ჩაიბარებენ, ხოლო ერთი კომიტეტის მმართველობა შესაძლოა ეროვნულ ფორუმს ერგოს:   

  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ვახტანგ ხმალაძე (რესპუბლიკური პარტია)
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – თედო ჯაფარიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირინა იმერლიშვილი (რესპუბლიკური პარტია)
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – დავით ონოფრიშვილი (თავისუფალი დემოკრატები)
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ეკა ბესელია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი – ივანე კიღურაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ნოდარ ხადური (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გიგლა აგულაშვილი (რესპუბლიკური პარტია)
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ვიქტორ დოლიძე (თავისუფალი დემოკრატები)
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – გია ცაგარეიშვილი (თავისუფალი დემოკრატები)
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი – ირაკლი ტრიპოლსკი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – გუბაზ სანიკიძე, თუმცა ეს კანდიდატურა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის (ეროვნული ფორუმი)
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – ლერი ხაბელოვი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი პირველივე სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, ქმნის ფრაქციებს, რომლებმაც შესაძლოა ასევე შეიძინონ უმრავლესობის ან უმცირესობის სტატუსი; ასევე ქმნის კომიტეტებს და ირჩევს მათ თავმჯდომარეებს და განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11