Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ოქტ.'12 / 11:32

ტელეკომპანია „იმედი“ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „გადაეცა“, განაცხადა ტელეკომპანიამ გუშინ საღამოს დეტალების დაზუსტების გარეშე.

ტელეკომპანია „იმედმა“ საღამოს 8 საათის საინფორმაციო გამოშვება პატარკაციშვილის ოჯახის განცხადების წაკითხვით დაიწყო: „ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია „იმედის“ დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. ოჯახისათვის „იმედის“ გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყება. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ტელეკომპანია იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი“.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც ბოლო წლებში პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და მთავრობის ყოფილი წევრი გიორგი არველაძე მართავდა, 2003 წელს ბადრი პატარკაციშვილმა დააფუძნა, რომელიც ტელეკომპანიას 2008 წლის თებერვალში მის გარდაცვალებამდე აფინანსებდა.

2007 წლის ნოემბერში, როდესაც სპეცრაზმმა პატარკაციშვილის მიერ მხარდაჭერილი ანტი–სახელისუფლებო აქცია დაარბია, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და მისი მაუწყებლობა გათიშა.

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანია საკუთრებაში ბიზნესმენის შორეულ ნათესავს, ჯოზეფ ქეის საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში გადაეცა, რასაც მაუწყებლის მფლობელობის თაობაზე სამწლიანი დავა მოყვა. დავა ასევე მოიცავდა სხვა ქონების საკუთრების საკითხსაც.

საბოლოოდ, დავა 2011 წლის ივლისში, როგორც ამის თაობაზე თავად პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, მოგვარდა მას შემდეგ, რაც ოჯახმა და საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

„ოჯახი დათანხმდა, გამოიწვიოს უკან ყველა საჩივარი და მოხსნას პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე მხარეების წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია „იმედთან“ დაკავშირებით“, –აღნიშნული იყო განცხადებაში, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა. იქვე ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იტოვებდა უფლებას გაეგრძელებინა დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა აქტივებთან დაკავშირებით.

შეთანხმების სხვა დეტალებზე არც საქართველოს ხელისუფლებას და არც პატარკაციშვილის ოჯახს არ უსაუბრიათ.

ჯერ–ჯერობით ასევე უცნობია იმ შეთანხმების დეტალები, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილის ოჯახს „გადაეცა“.

ამჟამად, „იმედს“, რომელიც ასევე მოიცავს რადიოსადგურს, Media Production Group–ი ფლობს, კომპანია, რომლის 45%–იანი წილის მესაკუთრე ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძეა. 10%–ის მფლობელი ჯოზეფ ქეია, ხოლო დანარჩენი წილები ორ ბიზნესმენს – გიორგი კორახაშვილს (30%) და გიორგი მიქელაძეს (15%) ეკუთვნით; ამ უკანასკნელმა საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობის სასარგებლოდ 35 000 ლარის შემოწირულობა განახორციელა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31