Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: ავღანეთიდან ძალების გამოყვანაზე ზრუნვა 2014 წლისთვის დაიწყება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ოქტ.'12 / 14:34

საქართველო ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანაზე ზრუნვას 2014 წლისათვის დაიწყებს, განაცხადა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 17 ოქტომბერს ავღანეთში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის პანაშვიდზე მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ალასანიამ გარდაცვლილი ჯარისკაცს „გმირი“ უწოდა, რომელიც იცავდა „მთელი მსოფლიოს და ქართველების ღირსებას ავღანეთში ანტიტერორისტულ ბრძოლაში“.

„ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, ისაუბრო მისიის გაგრძელებაზე, ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არის ის ტვირთი, რაც საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო და ეს არის ომი –  ჩვენ ომში ვართ... ამიტომ გაგრძელდება ეს მისია, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი მისია“, – განაცხადა ალასანიამ მისიის გაგრძელების გეგმებზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

„2014 წლისთვის იწყება და იგეგმება პრაქტიკულად გამოსვლა საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან, სწორედ მას მერე ჩვენ დავიწყებთ უკვე ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

სექტემბერში თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ავღანეთში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მომზადების გზით თავისი წვლილი 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს მას მერე, რაც ალიანსის ძალები დატოვებენ ქვეყანას.

საქართველო ISAF–ის მისიაში 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს და ერთ–ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ამ ოპერაციაში ნატოს არა წევრი სახელმწიფოებიდან. ISAF–ის მისიის ფარგლებში ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში 18 ჯარისკაცი დაკარგა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37