Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალარჩეული პარლამენტი პირველ შეკრებას მართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ოქტ.'12 / 13:16

ახალარჩეული პარლამენტი 21 ოქტომბერს თავის პირველ შეკრებას ქუთაისში აშენებულ პარლამენტის ახალ შენობაში მართავს.

პირველ სხდომაზე არჩეული დეპუტატები მოისმენენ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას, მოხდება მათი უფლებამოსილების ცნობა, საპარლამენტო თანამდებობების შევსება და ფრაქციების ფორმირება.

საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელშიც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ წარმომადგენლები შევლენ, დაგეგმილია სამი ფრაქციის ფორმირება. ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება ივანიშვილის პარტიას ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო; სიდიდით მეორე ფრაქცია ეყოლებათ ჩვენი საქართველო–თავისუფალ დემოკრატებს, რომლის ლიდერიც არის არჩეული დეპუტატი და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია; ხოლო მესამე ფრაქციას შექმნიან რესპუბლიკელები, რომელთა ლიდერიც დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნება არჩეული დღევანდელ სხდომაზე.

საპარლამენტო უმცირესობას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა შექმნის, ასევე სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში – ერთში ძირითადად შევლენ პარტიული სიით არჩეული დეპუტატები, ხოლო დანარჩენ ორს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები შექმნიან.

საპარლამენტო ფრაქცია მინიმუმ 6 დეპუტატისაგან შექმნილი პოლიტიკურ ჯგუფია, რაც გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს მის წევრებს, მათ შორის ფრაქცია შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში, გააჩნია კვოტები კომიტეტებში, საგამოძიებო კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე სარგებლობს მეტი დროით დებატების და საპარლამენტო განხილვების დროს.

თუმცა ფრაქციების და კომიტეტების ფორმირებამდე, პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე თავდაპირველად ახალი არჩეული წევრების უფლებამოსილება უნდა ცნოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შეეცდება დაბლოკოს სულ ცოტა ერთი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ნაციონალური მოძრაობიდან – საუბარია როლანდ ახალაიაზე, რომლის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებაც ზუგდიდში, სადაც ირაკლი ალასანია იყო მისი მთავარი კონკურენტი, სადაო გახდა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55