Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ოქტ.'12 / 15:05

კოალიცია “ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა 25 ოქტომბერს პარლამენტში მომავალი მთავრობის საპროგრამო სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პრეცედენტის შექმნის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში „სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“.

მან მიმართა იმ მოქალაქეებს, რომელთაც არჩევნებზე მის კოალიციას მხარი არ დაუჭირეს და განაცხადა, რომ საქართველოს თოთოეული მოქალაქე, „მიუხედავად მისი პოლიტიკური პოზიციისა, ძვირფასია“  ახალი ხელისუფლებისთვის.

„ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ჩვენიანებად და სხვებად საკუთარი მოქალაქეების დაყოფა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან გამოსვლის ძირითადი ნაწილი მომავალი მთავრობის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებს მიუძღვნა.

„ჩვენი მთავრობისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ჩვენი სამთავრობო პროგრამა სწორედ ამ პრინციპით არის შემუშავებული. ჩვენ ვიზრუნებთ თითოეულ ადამიანზე,  ყველა დანაპირებს შევასრულებთ“, – განაცხადა მან.

მომავალმა პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „არასწორია“ ნაციონალური მოძრაობიდან ოპონენტების პრეტენზიები, რომ სამთავრობო პროგრამა აცდენილია წინასაარჩევნო პროგრამის დაპირებებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დაპირებების შესრულების კონკრეტული ვადები, რაც მოცემული არ არის სამთავრობო პროგრამაში და ასევე გახდა საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკის ერთ–ერთი ძირითადი სამიზნე, კონკრეტულ ციფრებთან ერთად პარლამენტს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარედგინება, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

24 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს პროგრამის მიმართ გამოთქმული კიდევ ერთი პრეტენზია უკავშირდებოდა იმას, რომ მასში სიტყვა „ოკუპაცია“ არ იყო ნახსენები.

„ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განაცხადა ივანიშვილმა 25 ოქტომბერს კონფლიქტების მოგვარების გეგმებზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში „შესანიშნავი სასტარტო პირობებით მოდის“.

„ასეთი დიდი ნდობა არც წინა ხელისუფლებას აკლდა, მაგრამ მათ გაფლანგეს ეს კაპიტალი, მეტიც, ბოროტად ისარგებლეს ამ ნდობით და ხალხის უკიდურესი უნდობლობა და რისხვა დაიმსახურეს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ „ასეთი უპატიებელი შეცდომების დაშვების უფლება“ ახალი ხელისუფლებას აღარ აქვს. 

მისი თქმით, მის მიერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას კარგად აქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მას დამტკიცების შემდეგ დაეკისრება, მათ შორის პარლამენტთან ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. 

„წინა ხელისუფლების მავნე ტრადიცია, როდესაც მინისტრები არაფრად აგდებდნენ პარლამენტს, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“, – განაცხადა მან.

მან ასევე პირობა დადო, რომ არ დაუშვებს იმას, რომ „ვინმე თავისი თანამდებობითა და ძალაუფლებით ტკბობას მიეცეს“ და ახალ მმართველობაში „გამორიცხული იქნება პრინციპი - „ჯერ ვაცადოთ“.   

„ჩვენ ვერავის ვერ დავაცდით, ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას აღარა აქვს. ჩვენ მაშინვე მოვახდენთ რეაქციას თითოეული მინისტრის გადაცდომაზე, თუ ასეთი შემთხვევა იქნება და ვერავინ ისარგებლებს რამენაირი პრივილეგიით“, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მისი მომავალი მთავრობის გუნდს ასეთი „განსაცდელი არ ემუქრება“.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა უმრავლესობიდან და უმცირესობიდან კითხვა–პასუხის რეჟიმის გამოყენებაზე უარი თქვეს, თუმცა ისარგებლეს დებატების ფორმატით, რაც ასევე მთავრობის დამტკიცების პროცედურის ნაწილია.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა კვლავ გააკრიტიკეს მომავალი მთავრობა იმის გამო, რომ მათ დეტალურად არ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აპირებს ის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. კრიტიკა ასევე შეეხო ივანიშვილის მიერ 24 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის პროვოკაცია გახდა საბაბი რუსეთისთვის, რომ მას საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია განეხორციელებინა. ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებს.                   
   
„ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობა დაახლოებით ცხრა წელი იყო ხელისუფლებაში და ბევრი საკუთარი დაპირება ვერ შეასრულა, მათ შორის ის დაპირება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხებოდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18