Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი მთავარი პროკურორი დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ოქტ.'12 / 13:53

  • კბილაშვილი პროკურატურაში ცვლილებებს გეგმავს;
  • ავალებს პროკურორებს სასამართლოში საქმეების არსებითი განხილვა ორი კვირით შეაჩერონ;
  • პროკურატურა „უკანონო განაჩენების“ გადასინჯვას აპირებს.

არჩილ კბილაშვილი, დიდი გამოცდილების მქონე ადვოკატი და კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ბაღდათიდან, ახალ მთავარ პროკურორად დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილის კადრი მურთაზ ზოდელავა შეცვალა.

ახალმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა პრეზიდენტს მთავარი პროკურორის შეცვლის თხოვნით გასულ კვირას მიმართა.

30 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას ახალმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო ერთ კვირას იგი პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებას დაუთმობს. 

„მე არაერთგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების, ზედა დონის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი; საოლქო პროკურორების და თბილისის პროკურორის და მათი მოადგილეების შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი. ხოლო რაიონულ დონეზე პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს განვიხილავთ ინდივიდუალურ რეჟიმში“, – განაცხადა კბილაშვილმა, „მე ვიცი, რამდენად დიდი არის მოლოდინი ქართული საზოგადოებისა ახალი მთავარი პროკურორის მიმართ, მაგრამ მინდა ეს ყველამ სწორად გაიგოს – ამ შემთხვევაში, პირობითად, ტაიმ–აუტს ვიღებ იმისათვის, რომ ეს ორგანო განახლდეს და გადახალისდეს. ამიტომაც, ეს ერთკვირიანი დრო იქნება მაქსიმალურად გამოყენებული საკადრო გადახალისებისთვის“. 

მან ასევე შესთავაზა ყველა ადამიანს, ვისაც სურს პროკურატურაში მუშაობა, 30 და 31 ოქტომბერს მიმართონ ამ უწყებას.

კბილაშვილმა ასევე დაავალა პროკურორებს ორი კვირის განმავლობაში შეაჩერონ საქმეების არსებითი განხილვა სასამართლოში.

„მე ვავალებ ყველა არსებულ პროკურორს, რომ საქმის არსებითი განხილვა, რომელიც დანიშნულია საერთო სასამართლოში, გადადონ, შეაჩერონ ორი კვირის განმავლობაში, ეს ეხება განაჩენის გამოტანის არდაშვებას“, – განაცხადა მან.

„ამის მიზანი არის შემდეგი: ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია, რომ ვაპირებთ უკანონო განაჩენების გადასინჯვას – რაც ნიშნავს იმას, რომ წლების წინ თუკი პირი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მისი განცხადების საფუძველზე, მისი მსჯავრდების საკითხი გადაისინჯოს. დღეს მიმდინარე რეჟიმში არ შეიძლება, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნოს პირი, რომლის მიმართაც საქმის წარმოება 3–4 თვის წინ დაიწყო და დღეს არსებითი განხილვის რეჟიმშია ის და სავარაუდოდ, იგივე ხელწერით ხასიათდება ეს ბრალდება, რომელიც ჩვენს მიერ დაგმობილია“.

„ამრიგად, პირველი კვირის განმავლობაში განახლდება მთლიანად პროკურატურა, ხოლო მეორე კვირას განახლებული პროკურატურა ახალი პროკურორებით ხელახლა გადახედავენ მიმდინარე ბრალდებებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, ან დავუჭერთ მხარს ბრალდებას და გავაგრძელებთ სასამართლო განხილვას, ან მოვხსნით მას“, – განაცხადა კბილაშვილმა.

კბილაშვილს, რომელიც ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატია, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება.    

ყოფილმა ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც რამდენიმე სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენდა, მათ შორის იმ საქმეში, რომელიც მილიარდერი ბიზნესმენის მოქალაქეობის საკითხს ეხებოდა, ასევე განაცხადა, რომ იგი დატოვებს ივანიშვილის პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60