Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
SOCAR–მა კომპანია ‘იტერა–საქართველო’ იყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'12 / 18:29

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ  კომპანია SOCAR–ი ერთადერთი გაზგამანაწილებელი კომპანია გახდა საქართველოში, დედაქალაქ თბილისის გარეთ მას შემდეგ, რაც მან კომპანია „იტერა–საქართველო“ იყიდა.

SOCAR–ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა ჟურნალისტებს ბაქოში, რომ შენაძენის ღირებულება კონფიდენციალურია, თუმცა მისი თანხა დიდი არ არის, იტყობინება „როიტერი“.

„იტერა–საქართველომ“, იტერას კომპანიების საერთაშორისო ჯგუფის ფილიალმა, დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები კომპანიის გაყიდვაზე, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, მიმდინარე თვეში დასრულდა. „იტერა–საქართველოს“ ინფორმაციით, იგი 170 000 მომხმარებელს აწვდის გაზს საქართველოს რეგიონებში.

SOCAR–ის ქართულმა ფილიალმა 2008 წელს დაახლოებით 22 გაზგამანაწილებელი კომპანია შეიძინა საქართველოს რეგიონებში; კომპანია ასევე მართავს ყულევის ნავთობ ტერმინალს და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს საქართველოს მასშტაბით.

SOCAR–ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის  ბოლოდროინდელი ცვლილება არ შეცვლის SOCAR–ის პოზიციას საქართველოში, იტყობინება „როიტერი“. მისი თქმით, საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა  SOCAR–ის ქართული ფილიალის ხელმძღვანელს და აზერბაიჯანის ელჩს და „ის დიდად აფასებს SOCAR–ის ინვესტიციებს საქართველოში“.       

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39