Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შოთა ხიზანიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ნოე.'12 / 18:59

მთავარ პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამაჟამად თბილისი მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი დაიბარეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ, რის საფუძველზეც  დაკითხვაზე იმყოფებიან შოთა ხიზანიშვილი და ვაჟა ლელუაშვილი. 

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რა საკითხზე არიან დაბარებულები აღნიშნული პირები.

შოთა ხიზანიშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხოლო მოგვიანებით ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ  იგი  თბილისი მერის, გიგი უგულავას მოადგილედ დაინიშნა.

თავის სატელევიზიო განცხადებაში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება, დაგმო თავისი მოადგილის „დაკავება“ და მას „პოლიტიკური დევნა“ უწოდა.

უგულავამ, რომელსაც ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან, განაცხადა, რომ  ახალი მთავრობა „დიქტატურისკენ“ მიდის.

„ჩვენ შევდივართ ძალიან მძაფრ დაპირისპირებაში. ამ ადამიანმა, მხედველობაში მაქვს საქართველოს მოქმედი პრემიერ–მინისტრი, გადაწყვიტა ყველა იმ ინსტიტუტზე შეტევა, რომელიც არ იმყოფება მისი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა უგულავამ, „ან საქართველოში იქნება დემოკრატიული პროცესი, ან მივიღებთ მხოლოდ რევანშს შეპირებული კეთილდღეობის ნაცვლად. მე მინდა გავაფრთხილო ის...., რომ ეს დაპირისპირება მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ზარალს ჩვენი ქვეყნისთვის“.

„ჩვენ უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, როგორც შეეფერება ცივილიზებულ ერს. მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს პოლიტიკური შანტაჟით სიარულს, თუ მთავრობას არჩეული აქვს რევანშის გზა, ეს არის ის ბუმერანგი, რომელიც რაც არ უნდა ცხრა მთას იქით ისროლო და სადაც არ უნდა გაიქცე, უკან მაინც დაგეწევა და ცხვირში მოგხვდება. ეს უნდა გააცნობიეროს კარგად თითოეულმა ადამიანმა, ვინც დღეს ჩართულია ამ ბინძურ და მავნებლურ რევანშისტულ საქმიანობაში“, – განაცხადა უგულავამ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20