Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: ‘არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ნოე.'12 / 13:47

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკას 2014 წლის გაზაფხულის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ არ იარსებებს კითხვები დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება იქნება ეფექტური და „ქართული ოცნება“ მოახერხებს მომდევნო საარჩევნო წარმატების მიღწევას.

„არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება. მაგრამ ეს იქნება ცუდი ვარიანტი ჩვენი მოღვაწეობის. მაგრამ თუ ეს ცუდი ვარიანტი განვითარდება, მე მზად ვარ აქ დავრჩე და გავაგრძელო 4 წელიც და ვიბრძოლო შემდგომი არჩევნებისთვისაც  ხელისუფლებაში დარჩენისათვის“, - განაცხადა ივანიშვილმა 22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „იდეალური ვარიანტი თუ განვითარდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში“ დატოვებს თანამდებობას და გადავა საზოგადოებრივ სექტორში, რათა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და „აკონტროლოს“ ხელისუფლება იმ მიზნის მისაღწევად, რომ 2 ათეულ წელიწადში საქართველოში ჩამოყალიბდეს ევროპის ტიპის საზოგადოება.

„მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაც მაქვს მე გეგმები და როგორც წარმომიდგენია დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ მაქსიმალურად ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ყველა დაპირებებს, რომელიც მე მივეცი მოსახლეობას საარჩევნო პროცესში, არავის არ გაუჩნდება ეჭვი რომ  ეს ყველაფერი შესრულდება და მე ამ პასუხისმგებლობას დავიტოვებ“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ განმარტებების გაკეთება საჭიროდ ჩათვალა იმ „სპეკულაციებიდან“ გამომდინარე, რომელიც მოჰყვა მის განცხადებას, რომ წელიწადნახევარში დატოვებდა თანამდებობას და ამით აღებულ პასუხისმგებლობას გაექცეოდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35