Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია ავღანეთს სტუმრობდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ნოე.'12 / 13:50

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთს სტუმრობდა, სადაც ქართველი სამხედროები მოინახულა, ISAF-ის ნატოს სარდლობასთან და ავღანეთის ხელმძღვანელობასთან  შეხვედრები გამართა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ 26 ნოემბერს გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ალასანიამ განაცხადა, რომ „ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან“.

ამჟამად საქართველო, რომელმაც 2009 წლის ნოემბრიდან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის განმავლობაში 18 სამხედრო დაკარგა, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანაა ISAF-ის ოპერაციაში. ოქტომბრიდან ქართული კონტინგენტი 1 571 სამხედრომდე გაიზარდა.

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციასა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი სამხედროები მოინახულა. მან ერედვის ბაზაზე იმ ქართველი ჯარისკაცების ჯგუფი დააჯილდოვა მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებული“, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ თალიბი ამბოხებულების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. 

ნატოს ISAF-ის სარდლობამ, ალასანიას განცხადებით, „ძალიან მაღალი შეფასებები მისცა“ ქართველ ჯარისკაცებს შეხვედრებზე, რომლებიც მან ISAF-ის შტაბ-ბინაში მისიის მეთაურთან გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ალენთან, ასევე ავღანეთში სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური სარდლობის წარმომადგენლებთან გამართა.

ვიზიტის დასასრულს შედგა შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან, რომელსაც „მე გადავეცი, პირველ რიგში ახალი მთავრობის და მთელი კაბინეტის მხარდაჭერა, რომელიც აქვს ორმხრივ ურთიერთობებს ავღანეთის რესპუბლიკასთან“, განაცხადა მინისტრმა ალასანიამ. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე გამართა მოლაპარაკებები თავის ავღანელ კოლეგასთან ბისმილა ხან მოჰამადისთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9