Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ‘განახლდა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ნოე.'12 / 19:09

პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება „განახლდა“ და „სწრაფი ტემპით წავიდა წინ“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 27 ნოემბერს. 

წულუკიანმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ამის მიზეზად მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

„ერთადერთი მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ჟვანიას საქმე იყო, არის და იქნება ჩვენთვის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, რადგან ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის, რომ იცოდეს რა პირობებში გარდაიცვალა მისი პრემიერ–მინისტრი, რომლისადმიც დღეს ძალიან დიდი მოწიწებით არის გამსჭვალული საზოგადოება, მისი ხსოვნისადმი“, – განაცხადა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, არცერთ ჩვენს რესურსს არ  დავიშურებთ იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საქმეზე“, – განაცხადა მან. 

„კიდევ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტემპით წავიდა წინ, თავის მონაწილეობას მიიღებს ოჯახი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ოჯახს აქვს უფლება იცოდეს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ამ საქმეზე. მისი თქმით, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია ინფორმირებულია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

იმ მოტივით, რომ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ოფიციალურ ვერსიაში უამრავი შეუსაბამობაა, გოგლა ჟვანია, რომელიც ამჟამად დეპუტატია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, დიდი ხანია აცხადებს, რომ მისი ძმა მოკლეს. ოქტომბრის ბოლოს მან განაცხადა, რომ მისი ძმის გარდაცვალების შესახებ სიმართლის დაფარვაში ასევე მონაწილეობენ პრეზიდენტი სააკაშვილი; იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს გენერალური პროკურორი იყო; ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და დეპუტატი გიორგი ბარამიძე, მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

ჟვანიას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში გაკეთებული წინასწარი ოფიციალური დასკვნების თანახმად (ოფიციალურად საქმე ჯერ დახურული არ არის), პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. შემთხვევა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59