Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების მინიმუმ 10%-ით შემცირებას პროგნოზირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ნოე.'12 / 16:56

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები მინიმუმ 10%-ით შეიძლება შემცირდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბერს.

„მე უკვე ძალიან ბევრი ვიმუშავე [ტარიფების თემაზე] და მე მგონი, რომ განახევრება არ მოხერხდება, მაგრამ 10%-ით შემცირდება მაინც და შეიძლება მეტითაც“, - განუცხადა მან მთავრობის დღევანელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ შემცირება ახალ წლამდე ვერ მოხერხდება

"ახალი წლიდან ან უფრო გვიან, უფრო ადრე ტექნიკურადაც არ მოხერხდება", - აღნიშნა მან.

კოალიცია „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ისევე როგორც სამთავრობო პროგრამაში ტარიფების კლებას პირდებოდა.

„ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა ტარიფების განახევრების შესახებ, თუმცა ცალკეულ საუბრებში ამაზე ვსაუბრობდით და მათ რიცხვში მეც, შეიძლება გადაჭარბებულადაც“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ასევე განაცხადა 28 ნოემბერს, რომ ახალი ხელისუფლება ტარიფების დაწევაზე აქტიურად მუშაობს და „ძალიან მალე ყველაფერი გახდება ცნობილი“.

ელექტროენერგიასა და გაზზე თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის განსხვავებულ ტარიფებია დაწესებული. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს დიფერენცირება ძალაში დარჩება, თუ ქვეყნის მასშტაბით ტარიფების უნიფიცირება მოხდება. ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს.  

1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში დედაქალაქის მოსახლეობა 50.62 თეთრს იხდის, ხოლო რეგიონებში ტარიფის ოდენობა 49-დან 55 თეთრამდე მერყეობს. ამ ნიშნულამდე გაზის ტარიფი 2007 წლის მაისიდან გაიზარდა.

ელექტროენერგიაზე საქართველოში სამსაფეხურიანი სატარიფო სისტემა მოქმედებს. 2006 წლის ივნისიდან თბილისის ის მაცხოვრებლები, ვინც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს 13.48 თეთრს იხდის; 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით  – 16 თეთრს, ხოლო 301 კვტ–ს ზევით– 17.69 თეთრს. რეგიონების მოსახლეობა ამავე მოხმარების პრინციპით 12.98 თეთრს, 16.52 და 17,49 თეთრს იხდის. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39