Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გამომძიებლების მიერ მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 დეკ.'12 / 19:58

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შსს-ს საგამოძიეობო ნაწილში დაკითხვაზე დაახლოებით საათი და ორმოცდაათი წუთი დაჰყო.

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ძალიან სიმბოლურია ჩემი ყოფნა პოლიციაში. მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს და რა თქმა უნდა, დასანანია რომ დღეს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული მანქანა ოპოზიციური აზრის წინააღმდეგ.“

მერაბიშვილი დაკითხვაზე იყო დაბარებული იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც, შსს-ს ცნობით, ყოფილი პრემიერის მიერ 30 ნოემბერს „ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას“ უკავშირდება.

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა, მოკლე განცხადების გაკეთების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

შსს-ს საგამოძიებო სამსახურთან მერაბიშვილის გამოსვლას ჟურნალისტებთან ერთად ელოდებოდა, ასევე, დაახლოებით, ათამდე ადამიანი, რომლებმაც მერაბიშვილი შეძახილებით „ვანო ციხეში“ და "მკვლელო" გააცილეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ „სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ამ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ.“

„თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა. „ის, რომ  ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ.“ 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30