Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიამ პრეზიდენტს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურა წარუდგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'12 / 11:46

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე პრეზიდენტ სააკაშვილს 4 დეკემბერს წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანდიდატურა ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

მიღწეულ შეთანხმებას თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა, ვინაიდან უწყებაში რეფორმირების გეგმების განხორციელება სწრაფად დაიწყება.

მან ასევე განაცხადა, რომ პოლკოვნიკ ძნელაძეს მისცა პირველი მითითება, რომ “სასწრაფოდ დაიწყოს ნატოს კომიტეტის ვიზიტის მომზადება საქართველოში, რომელიც გადადებული იყო რაღაც პერიოდით“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ძნელაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლოს საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო უკრაინაში, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.

გაერთიანებული შტაბის მეთაურის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს სისხლის სამართლის საქმეზე მის წინააღმდეგ მიმდინარე  გამოძიების გამო სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილება დაახლოებით ერთი თვის წინ შეუჩერა.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22