Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ–მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'12 / 14:45

პრემიერი–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა, სადაც  ძირითადად კოალიციაში დისციპლინის,  მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის საკითხები განიხილეს. 

„პრობლემა, რაც გამოიკვეთა ჩვენი შეხვედრის შემდგომ გახლავთ ის, რომ სუსტია კოალიციური დისციპლინა... ამ კოალიციის დისციპლინის გამკაცრებაზე ვისაუბრეთ.  ვისაუბრეთ კოორდინაციაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის, შიდა დისციპლინაზეც საპარლამენტო თუ სამთავრობო წრეებში“, – განუცხადა დაახლოებით სამსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

შეხვედრის დასაწყისში პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადებები კეთდება შეუთანხმებლად. მე მგონი, ბევრი აღარ კითხულობს ჩემს გამოსვლებს და განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები“.

ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის რეფორმები, რომლის გატარებასაც გეგმავს ხელისუფლება უახლოეს პერიოდში.  

პრემიერმა არ გამორიცხა, რომ მსგავსმა შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი მიიღოს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44