Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს: უკრაინაში ოლეგ მელნიკოვი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'12 / 15:15

უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 7 დეკემბერში კიევში საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ  მელნიკოვი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ოლეგ მელნიკოვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი აქვს წაყენებული იმ საქმეზე, რომელიც თითქმის რვა წლის წინ პოლიციის თანამშრომლების ცემას ეხება. მასთან ერთად იმავე საქმეზე ანალოგიური ბრალდება აქვთ წაყენებული და იძებნებიან შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, მისი ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე და გერონტი (გია) ალანია. ეს უკანასკნელი კუდ-ის იმ ოთხ თანამშრომელს შორის იყო, რომლებიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს და 2009 წელს შეიწყალეს.

ოლეგ მელნიკოვი 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. ბრალდებები დღემდე ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ მაშინ დამალა მისი და შსს–ს კიდევ რამდენიმე თანამშრომლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან. ამჟამად, პროკურატურა საქმეს ხელახლა იძიებს.

შსს–ს განცხადებით, მელნიკოვის საქართველოში ექსტრადაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9