Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შვეიცარიაში ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 დეკ.'12 / 13:47

  • კარასინი: ‘ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის შესაძლებლობა არსებობს’;
  • კარასინი: ‘შეხვედრა ინფორმატიული და საქმიანი იყო’;
  • კარასინი: ‘შევეცდებით მოვძებნოთ გადაწყვეტილებები’;
  • აბაშიძე: „შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით’;
  • ‘ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული საკითხები დიალოგის საწყისი თემებია’;
  • აბაშიძე: ‘მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე’.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრესკონფერენციაზე 1 ნოემბერს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 14 დეკემბერს ერთმანეთს შვეიცარიაში შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგი, რომელიც პირველი ამ ტიპის მოლაპარაკება იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

მოლაპარაკებები, რომელიც „თითქმის ოთხ საათს“ გაგრძელდა, „ჟენევის ერთ–ერთ გარეუბანში“ გაიმართა, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ნოემბერს თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

განცხადებები, რომლებიც ორმა დიპლომატმა შეხვედრის შემდეგ ცალ–ცალკე გააკეთა, დიდწილად შეესაბამებოდა ერთმანეთს და სავარაუდოდ, წინასწარ იყო შეთანხმებული შეხვედრის დროს. 
 
„შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით. დასაწყისითვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ–კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი გაგრძელდება და გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე და ვიმსჯელებთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარასინმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინსტრუქტაჟის ქვეშ მოქმედებდა, აბაშიძესთან შეხვედრას „ინფორმატიული და საქმიანი“ უწოდა.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხშია შესული, მათი გაჯანსაღებაა საჭირო, ურთიერთქმედების კონკრეტულ ფორმებზე გაყვანა რუსეთის პოლიტიკური პოზიციებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. პირველი შეხვედრა ამას მიეძღვნა“, – განუცხადა კარასინმა „რია ნოვოსტის“ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს დაგროვდა, გაჯანსაღების რეალური შესაძლებლობები მაინც არსებობს“, – განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ „გამოინახოს დრო და ადგილი“ ამ დიალოგის გასაგრძელებლად. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი დიალოგის საჭიროება უკვე „მომწიფდა“.

„პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებები ამას მოითხოვს“, – განაგრძო მან, „ვიმოქმედებთ რა რუსეთის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მითითებით, ჩვენ შევეცდებით გამოვნახოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იქნება“.

ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ჟენევიდან ტელეფონით საუბრისას აბაშიძემ განაცხადა, რომ მას კონტაქტები ექნება კარასინთან, რათა შემდგომი შეხვედების სიხშირე განსაზღვროს. 
 
როდესაც იგი სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა, აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს თავისი „წითელი ხაზები“ ჰქონდა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და ალიანსების არჩევის თავისუფლება, კერძოდ კი ევრო–ატლანტიკური მიმართულებით.

აბაშიძემ განუცხადა „მაესტროს“, რომ კარასინთან შეხვედრაზე „წითელ ხაზებზე“ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საკითხები, კერძოდ კი სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები, ჟენევის ფორმატში განიხილება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ მისი დიალოგი კარასინთან ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა წარიმართოს.

აბაშიძემ განაცხადა, ქართულ მხარეს არანაირად არ უნდა ზიანი მიაყენოს ჟენევის დისკუსიებს და ხაზი გაუსვა, რომ კარასინთან შეხვედრა, რომელიც ასევე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის მოლაპარაკებებზე, იმის სადემონსტრაციოდ გაიმართა ჟენევის „გარეუბანში“, რომ არ ყოფილიყო დიალოგის ახალ ფორმატსა და ჟენევის დისკუსიებს შორის რაიმე კავშირის აღქმა.

საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტეს. ჟენევის ფორმატის გარდა, მხარეები ერთმანეთთან ოფიციალურ დონეზე შვეიცარიის შუამავლობითაც ურთიერთობენ. შვეიცარიელმა დიპლომატებმა ომის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლი უკვე რამდენჯერმე შეასრულეს, მათ შორის რუსეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. მანამდე შვეიცარიელი დიპლომატები ასევე მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში რუსეთსა და საქართველოს შორის ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19