Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'12 / 15:13

  • ‘რუსეთს არ შეუძლია გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება’;
  • ‘სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა’;
  • ‘არ ვიცი, როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან’;
  • ‘რუსეთმა უპასუხა საქართველოს ახალი მთავრობის პოზიტიურ სიგნალებს'. 
     

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ზომიერი პოზიტიური სიგნალები“ მოდის საქართველოს ახალი მთავრობიდან, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი და თბილისი ჩიხში არიან შესული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით და მან არ იცის, როგორ გამოვიდნენ  ამ ვითარებიდან.

ეს განცხადება პუტინმა 20 დეკემბერს პირდაპირ ეთერში მიმდინარე პრესკონფერენციაზე  მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართულ–რუსული ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს.

„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, ჯერჯერობით ძალიან ზომიერს, მაგრამ მაინც პოზიციურ სიგნალებს საქართველოს ახალი ხელმძღვანელობიდან. ის, რომ დაინიშნა საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში, ამას არა მხოლოდ ვხედავთ, არამედ მივესალმებით“, – განაცხადა პურინმა და დასძინა, რომ მოსკოვმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა; ორი დიპლომატის შეხვედრა 14 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართა.

„მაგრამ მინდა ყურადღება მივაქციო პრობლემას, რომელიც კარგადაა ცნობილი. ის იმაში გამოიხატება, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბატონმა სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. გულწრფელად რომ ვთქვა, არც თუ ისე კარგად მესმის, როგორ გამოვიდეთ აქედან“, – განაცხადა მან.

„რუსეთს არ შეუძლია გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამის გაკეთება პრინციპში არ შეგვიძლია. და საქართველოს არ შეუძლია დათანხმდეს მათი დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას. ვერ წარმომიდგენია, რისი გაკეთება შეიძლება აქ“.

„ჩვენ რეალურად გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება; თუმცა ეკონომიკის თვალსაზრისით, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველო უფროა ამაში დაინტერესებული, ვიდრე რუსეთი. მიგვაჩნია, რომ ორ ძალიან ახლო ხალხებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაა საჭირო; ამისკენ აუცილებლად უნდა ვისწრაფვოდეთ“, – დასძინა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16