Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 დეკ.'12 / 14:50

ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ 21 დეკემბერს ოფიციალურად აცნობა პარლამენტის ბიუროს. 

ენუქიძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც ამბროლაურის ერთმანდატიანი ოლქიდან იყო არჩეული ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით, მერვე დეპუტატია, რომელმაც ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ექვსმა მაჟორიტარმა, რომლებიც ამჟამად დამოუკიდებელი ფრაქციით არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. უკანასკნელად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა ნაციონალმა მაჟორიტარმა, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებში“ გაწევრიანდა.

ამ გადაწყვეტილებების შედეგად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში 57 დეპუტატი რჩება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 65 დატეპუტატო მანდატი მოიპოვა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27