Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: პრეზიდენტობის კანდიდატი კოალიცია ქართულ ოცნებაში უნდა შეთანხმდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'12 / 17:27

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობას არ აპირებს და ამ პოსტზე დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს შესაფერისად, თუმცა კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სუბიექტებს შორის შეთანხმების გზით უნდა იქნას მიღებული 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგრძნობლად შეამცირებს პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში. ამდენად, საპარლამენტო მოდელის პირობებში, პრეზიდენტს არბიტრის როლი დაეკისრება.

როცა 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ „ნაადრევია“.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ვახტანგ ხმალაძეს, თუმცა ეს ძალიან ნაადრევია... ჩემი დამოკიდებულება ამ პიროვნებისადმი ასეთია და ასე მგონია, რომ იდეალურია და ძალიან შეესატყვისება  იმ პრინციპებს, რაც ევალება საპარლამენტო რესპუბლიკის მქონე პრეზიდენტს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელიც ივანიშვილმა ადრეც დაასახელა პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატად, დიდი ხნის დეპუტატია და ამჟამად ის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„მე ვიტოვებ შანსს იმისას, რომ სხვა კანდიდატიც წამოვაყენო“, - აღნიშნა ივანიშვილმა, „რამდენადაც არსებობს კოალიცია, მე ანგარიშს გავუწევ ყველას“. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას თავად პრეზიდენტობა არ სურს.

„მე იქ ვიქნები, სადაც დასჭირდება ჩემს ქვეყანას“, - განაცხადა მან, „მაგრამ მე არა ვარ პოლიტიკოსი, რომელიც კარიერების ცვლილებებს და მუდმივად პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, შესაბამისად არა მაქვს ეს [პრეზიდენტობის] სურვილი“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13