Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 დეკ.'12 / 12:31

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 26 დეკემბერს ბაქოში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს.

ბაქოს აეროპორტში საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის პირველი ვიცე–პრემიერი იაგუბ ეიუბოვი დახვდა. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

ბაქოში ივანიშვილს ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე; საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.  

ეს ივანიშვილის უკვე მეორე უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს პრემიერ–მინისტრი გახდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ის ბრიუსელს სტუმრობდა.

ივანიშვილმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ იანვარში იგი სომხეთს ეწვევა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33