Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 დეკ.'12 / 12:08

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარათაშვილი ექვსწლიანი ვადით ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორად იქნა არჩეული.

იგი ამ პოსტზე 26 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 13–წევრიანმა სამეურვეო საბჭომ  8 ხმით აირჩია.

ბარათაშვილი, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა 90–იანი წლების დასაწყისში დაიწყო ოპერატორის თანაშემწედ, სულ ბოლოს ტექნიკური დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგი ჭანტურიამ 14 დეკემბერს თანამდებობა დატოვა, იგი გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ბარათაშვილი იმ ხუთ კანდიდატს შორის იყო, რომლებიც საბჭოს წევრებმა 143 კანდიდატიდან შეარჩიეს და გასაუბრებაზე დაიბარეს. შერჩეულ კანდიდატებს შორის ნათია ამბრამიამ, ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტმა, ბარათაშვილის შემდეგ ყველაზე მეტი, 3 ხმა მიიღო.

გასულ კვირას საბჭოსთან გასაუბრების დროს ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მის პრიორიტეტებს შორის იქნება „ხარჯვითი ნაწილის შემცირება“ საკადრო ოპტიმიზაციის და რესტრუქტურიზაციის გზით, რაც ასევე გულისხმობს თანამშრომელთა შემცირებას.

სავარაუდოდ, შემცირება ასევე შეეხება პირველი არხის საინფორმაციო  სამსახურს, რომელიც ამჟამად 280 თანამშრომლისგან შედგება, განაცხადა მან. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ სატელევიზიო არხს და ორ რადიოსადგურს აერთიანებს.

მისი თქმით, მის პრიორიტეტებს შორის ასევე იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის გარე წარმოებაზე გადასვლა, გარდა დილის პროგრამების და საინფორმაციო გამოშვებებისა.

ბარათაშვილის თქმით, ხარჯების შემცირება განსაკუთრებით აუცილებელია იმ ფონზე, როდესაც არსებობს გაურკვევლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაგროვილ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დათანხმდება ვალის რესქტრუქტურიზაციას, განაცხადა ბარათაშვილმა, მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაინც მოუწევს სახელფასო ხარჯების შემცირება 14 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე.

საბჭოსთან გასაუბრების დროს ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მან ზუსტად არ იცის, რატომ გადაწყვიტა ჭანტურიამ, რომელიც მისი ახლო მეგობარია, თანამდებობიდან წასვლა, თუმცა დასძინა, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუცილებლად უნდა დაიწყოს ჟურნალისტური გამოძიებების გაშვება; ამის პირობა მისმა წინამორბედმაც დადო, თუმცა არ შეასრულა.

ბარათაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის რატომ არ გადიოდა წინა ხელმძღვანელის დროს ეთერში ჟურნალისტური გამოძიებები; მისი თქმით, მართალია ის შედიოდა ხელმძღვანელობაში, მაგრამ იგი შინაარსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასდროს ყოფილა ჩართული, ვინაიდან ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ტექნიკურ მხარეს კურირებდა.

ნოემბერში NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემები მაღალი საზოგადოებრივი ნდობით არ სარგებლობენ. 

როდესაც გასაუბრების დროს საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა ნინო დანელიამ ჰკითხა ბარათაშვილს, თუ რა იყო მაუწყებლის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის მიზეზი, მან განაცხადა, რომ იგი ამას კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს და აღნიშნა, რომ „ალბათ იყო დაშვებული შეცდომები“ მაუწყებლის ბადესთან დაკავშირებით. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იგი დეტალებში ვერ ისაუბრებს, რადგანაც ბადესთან დაკავშირებულ საკითხებს იგი არასდროს კურირებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი სხვა მიმართულებით მუშაობდა. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
76