Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა სააკაშვილის ვეტო დაძლია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 დეკ.'12 / 19:18

პარლამენტმა დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც 3 000–ზე მეტი პატიმრის გათავისუფლებას და ათასობით პატიმრისთვის სასჯელის შემცირებას ითვალისწინებს, პრეზიდენტის ვეტო დაძლია - 91 ხმით 24–ის წინააღმდეგ.     

სულ ცოტა 89 ხმა, ანუ სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი იყო საჭირო ვეტოს დასაძლევად. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამჟამად 83 დეპუტატი ჰყავს და მან იმ დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა, რომელთაც ცოტა ხნის წინ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა მიიღო ასევე ორმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან: სენაკის მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილმა, რომელიც დეპუტატად არჩევამდე სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო და გიორგი ფეიქრიშვილმა, გარდაბნის მაჟორიტარმა ნაციონალური მოძრაობიდან.

27 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა შენიშვნებით.

პრეზიდენტი წინააღმდეგი იყო ამნისტია შეხებოდა იმ 190 პატიმარს, რომლებიც პარლამენტმა 5 დეკემბრის რეზოლუციით პოლიტპატიმრებად ცნო. იგი ასევე სთავაზობდა დეპუტატებს არ შეხებოდათ სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ სქესობრივი დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.

პრეზიდენტის შენიშვნა ასევე ეხებოდა ფრაზას კანონპროექტის პრეამბულიდან: „სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად“; პრეზიდენტს სურდა, რომ ეს ფრაზა ამოეღოთ კანონპროექტიდან.

პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტმა ჩააგდო 83 ხმით 33–ის წინააღმდეგ და ისევ მის მიერ მიღებულ ვარიანტს დაუჭირა მხარი.

ახლა კანონპროექტი ისევ გადაეგზავნება პრეზიდენტს, თუმცა თუ იგი კვლავ არ მოაწერს მას ხელს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს თავად ექნება უფლება ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.     

„მე რა თქმა უნდა მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს, თუ პრეზიდენტი კვლავ უარს იტყვის მის ხელმოწერაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, რომ ამნისტია იმ 190 პატიმარს შეხებოდა, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო; პრეზიდენტის მსგავსად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც იმ პირებზე აკეთებდნენ აქცენტს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით იხდიდნენ სასჯელს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ამ პირების გათავისუფლება უარყოფით პრეცედენტს ქმნიდა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პირები მტკიცებულებების ნაკლებობის პირობებში გაასამართლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 27 დეკემბერს, რომ პრეზიდენტის მსგავსად, ისიც ეწინააღმდეგებოდა ჯაშუშების გათავისუფლებას.

დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ხშირად იშველიებდნენ  ღარიბაშვილის ამ განცხადებას. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უცნაურია, რომ მთავრობა, პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა იგივე პოზიციას იზიარებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.   

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15