Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურა იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 იან.'13 / 23:08

მთავარმა პროკურატურამ 5 იანვარს განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინა ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზებისა და პროვოცირების საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ შეჩერდეს ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტის და სამი დიპლომატიური პასპორტის მოქმედება - ეს უკანასკნელი მას საშუალებას აძლევს ისარგებლოს უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადეიშვილის დიპლომატიურ პასპორტებს დამატებით 1 წლის განმავლობაში გაუგრძელდათ მოქმედების ვადა პრეზიდენტ სააკაშვილის 12 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე, რომლითაც ამგვარი პრივილეგია თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლისას ზოგიერთი პირისთვის დადგინდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ადეიშვილმა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო, 2 ოქტომბერს - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩებოდა, ვიდრე 25 ოქტომბერს ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა - დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით დატოვა საქართველო, მოგვიანებით, 19 ნოემბერს კი მისმა ცოლ-შვილმა დატოვა ქვეყანა. პროკურატურის განცხადებით, ადეიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო მის სახელზე საქართველოში ოფიციალურად არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება. 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა შესაძლებლად მიიჩნევს ამტკიცოს, რომ ადეიშვილს საქართველოში „დაბრუნების  მოტივაციები არ გააჩნია“. ამასთან, მიუხედევად იმისა, რომ ადეიშვილის დაცვის მხარე ინფორმირებულია წაყენებული ბრალის შესახებ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თავს არიდებს გამოძიებაში გამოცხადებას, რითიც „აშკარად უშლის ხელს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას“.

„მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ადეიშვილის ბრალდების საქმის კონკრეტული და სპეციფიური გარემოებების, მისი პიროვნების, საქმიანობის, ყოფილი მაღალი თანამდებობრივი სტატუსის, სახელმწიფოსთან არსებული და დარჩენილი კავშირების, ასევე მისი კავშირების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მისი გადაადგილების თავისუფლების, მისი ბრალდების შესახებ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხის და მისი როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების  გათვალისწინებით,  არსებობს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  შეფარდებისა და  მის სახელზე გაცემული დიპლომატიური პასპორტების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების აბსოლუტურად დასაბუთებული,  სამართლიანი და კანონიერი გარემოებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32