საქართველო პროფესიულ არმიაზე ეტაპობრივად გადავა უარს იტყვის რა სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესის გამოყენებაზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ყოველკვირეულ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელიც 7 იანვარს გამოქვეყნდა.
„დაგეგმილი გვაქვს 4 წლის შემდეგ სრულად გადავიდეთ პროფესიულ არმიაზე. ნელ-ნელა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა [არსებული 15 თვიდან] 12 თვემდე შემცირდება, შემდეგ კი სრულად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„ძალით არავინ არ უნდა წავიყვანოთ ჯარში“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ შეიარაღებულ ძალებში უნდა მსახურობდნენ მხოლოდ პროფესიული განათლების მქონე ადამიანები.
საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს და მოიცავს როგორც საკონტრაქტო სამსახურს, ასევე სავალდებულო გაწვევის სისტემას.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ბოლოს 2012 წლის თებერვალში შეიცვალა, როცა ის 12 თვიდან 15 თვემდე გაიზარდა.