Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობამ თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლის თაობაზე TAV-თან შეთანხმება შეწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 იან.'13 / 19:38

საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა მემორანდუმი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანია TAV-თან ამჟამად უმოქმედო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქულ კომპანიას აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ბოლომდე აღარ გაუხანგრძლივდება.

2012 წლის აგვისტოში საქართველოს ყოფილმა მთავრობამ TAV Airports Holding–თან, რომელიც თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიის TAV Urban Georgia–ს 76% წილის მესაკუთრეა, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც თურქულ კომპანიას 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო იმ ორი ასაფრენი ზოლიდან ერთის რეკონსტრუქციაში, რომელიც ამჟამად უმოქმედოა. დაგეგმილი ინვესტიციების  სანაცვლოდ TAV Urban Georgia–ს მართვის უფლება 10 წლით და 9 თვით, 2027 წლის თებერვლიდან 2037 წლის 8 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდებოდა.

„სახელმწიფოს მიაჩნია, რომ დამატებით კიდევ 11 წლით ოპერირების ვადის გაგრძელება ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ 8 იანვარს, „დროებით ეს სამუშაოები მართლაც შეჩერებულია, თუმცა უახლოეს მომავალში ეს სამუშაოები განახლდება, იმიტომ, რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია, მეორე ასაფრენი ზოლი მართლაც გასაკეთებელია და სახელმწიფო ამას აიღებს თავის თავზე“.

მან მიანიშნა, რომ მთავრობა შეეცდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებში მოიძიოს იაფი რესურსები ამ ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისათვის.

"ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა არის შეჩერებული, რომლის მშენებლობა 1 სექტემბერს დაიწყო“, - განაცხადა TAV Urban Georgia-ს ადმინისტრაციის მენეჯერმა თეა ზაქარაძემ სამშაბათს, „ახლახანს ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება მემორანდუმის გადახედვასთან დაკავშირებით. TAV Georgia მზად არის ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას... თბილისის აეროპორტს აუცილებლად ესაჭიროება ახალი ასაფრენი ბილიკი“.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ თურქული კომპანია სახელმწიფოსგან მიიღებს იმ შესაძლო ხარჯების კომპენსაციას, რომელიც მან უკვე გაიღო ასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციისთვის.

TAV–ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლის ოქტომბრიდან მართავს.

2007 წლის მაისიდან ამ კომპანიის 20–წლიანი მართვის ქვეშ არის ასევე ბათუმის აეროპორტი.

7 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკა თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციის შეჩერება და განაცხადა, რომ მთავრობის ამ ნაბიჯით „საქართველო დაკარგავს ასობით ათას ახალ ტურისტს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14