Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თანამდებობის პირთა გახმაურებული საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი შეიძლება გახდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 იან.'13 / 13:30

თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ეს ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის ინიციატივით მოამზადა და კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დეკემბერში გამოვიდა წინადადებით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი გამხდარიყო ყოფილი მაღალჩინოსნების  ყველა გახმაურებული საქმე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე რაიმე აღქმა.

იუსტიციის სამინისტრომ 9 იანვარს გავრცელებულ პრესრელიზში ინიციატივის ერთ-ერთ მოტივაციად ის გარემოება დაასახელა, რომ „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტს საზოგადოება მეტად ენდობა“. 

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის, ასევე უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების საქმეებს განიხილავს. 

ამ საქმეებს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დაემატება იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები; ასევე იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც ბრალდებულნი არიან თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

თანამდებობის პირთა ნუსხა განსაზღვრულია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  კანონის მე-2 მუხლით და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ფართო სპექტრს მოიცავს -  დაწყებული პრეზიდენტიდან, პარლამენტის წევრიდან და მოსამართლიდან დასრულებული სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირებით.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16