Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს პატრიარქი მოსკოვში პუტინს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'13 / 19:24


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან კირილთან ერთად ხვდება მოსკოვში 23 იანვარს. ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 23 იანვარს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო, იტყობინება კრემლი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პატრიარქს საიუბილეო თარიღები და ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდო, რომელიც ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გადასცეს, პირადად მიულოცა.

„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ იმისათვის, რომ დღევანდელ რთულ პირობებში (რთულში ვგულისხმობ რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ ადვილ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს), აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს ორ მოძმე ერს შორის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა ეს სიტყვები“, - განუცხადა პუტინმა ილია მეორეს, „ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა მოსკოვში“.

თავის მხრივ საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ "გულითადად" მიესალმება რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. 

„მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - განაცხადა ილია მეორემ შეხვედრის დასაწყისში.

„ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ჩვენს შორის, მოიხსნება და ჩვენ ისევ ვიქნებით ძმები“, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10