Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გადადგომის შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 იან.'13 / 13:46

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა იგულისხმა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, როდესაც თავისი გადადგომის მიზეზად ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

„რას არ იზიარებს? ჩვენი კურსია ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და რას არ ეთანხმება? ევროპა არ უნდა ვაშაკიძეს ან ნატოს წინააღმდეგია?“ – მიმართა პრემიერ–მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს 23 იანვარს დავოსში, სადაც ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვაშაკიძემ მას შემდეგ დატოვა თანამდებობა, რაც შესაძლოა პრემიერ–მინისტრის დამოკიდებულება იგრძნო მის მიმართ.

მისი თქმით, გასულ კვირას სომხეთის ვიზიტისთვის მზადებისას, იგი ორჯერ შეხვდა ვაშაკიძეს, რომელიც მას სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც ვიზიტის დროს უნდა განხილულიყო, საგარეო უწყების პოზიციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ საკითხებს შორის, რომლის შესახებაც მას ვაშაკიძემ ინფორმაცია მიაწოდა, ისეთი „აქტუალური საკითხი“, როგორიცაა საქართველო–რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის აფხაზეთის გავლით აღდგენა საერთოდ არ იყო ნახსენები.  

„როდესაც ვკითხე, თუ რა პოზიცია ჰქონდა მას, მან მიპასუხა, რომ არ ჰქონდა პოზიცია. და როდესაც ვკითხე, როდის ექნებოდა პოზიცია, მითხრა, რომ ერთი კვირა დასჭირდებოდა. მე მეგონა, რომ ხუმრობდა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„იქ ნახა მან ჩემი რეაქცია, რომ ეს არასერიოზული პასუხი იყო და შეიძლება ჩემზეც გაბრაზდა, მაგრამ მან ძალიან არასერიოზული პასუხი გამცა ძალიან სერიოზულ კითხვაზე. შეიძლება ამას უკავშირდება, რომ პოლიტიკური თანხვედრა არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა კვირის დასაწყისში დატოვა, განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ის „სერიოზული კითხვის ნიშნებია“, რომელიც მას ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გააჩნია.

„გარკვეული სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა [პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მიერ]“, – განაცხადა ვაშაკიძემ და ხაზი გაუსვა ივანიშვილის განცხადების ორ ასპექტს – ერთი, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი „უახლოეს მომავალში“ არ შეიცვლება და მეორე, როდესაც მან თქვა, რომ სომხეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ნატოსთან.

ვაშაკიძემ, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე განაცხადა, რომ იგი „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დათანხმდა ახალი მთავრობის შემოთავაზებას დარჩენილიყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ იმედები გაუცრუვდა, პრემიერ–მინისტრის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებამდეც კი. ვაშაკიძემ ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან ცოტა ხნის წინ გამართულ ერთ შეხვედრაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული საკითხი უნდა განეხილათ, პრემიერ–მინისტრმა უარი თქვა მის განხილვაზე და ამის მიზეზად ის თქვა, რომ ეს საკითხი მის პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედიოდა. ვაშაკიძემ უარი განაცხადა საკითხის დაკონკრეტებაზე მისი სენსიტიურობის მოტივით.

მან ასევე განაცხადა, რომ უსაფუძვლოა ის სპეკულაციები, რომ მისი გადადგომა წინასწარ იყო შეთანხმებული პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ნაციონალურ მოძრაობასთან ამ უკანასკნელის ბრალდებების კონტექსტში, რომ ახალი მთავრობა საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46