Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის თქმით, ჯარში გაწვევის სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა არ უნდა გაუქმდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 იან.'13 / 17:23

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 29 იანვარს, რომ იგი ეთანხმება თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, რომ ჯარში გაწვევის არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა არ ეთანხმება იმ იდეას, რომ მთლიანად პროფესიულ არმიაზე უნდა მოხდეს გადასვლა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს ჯარში გაწვევის სისტემა და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე თანდათან უნდა გადავიდეს პროფესიულ არმიაზე.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი გაწვევის სისტემა არის უსამართლო და მე ვეთანხმები თავდაცვის მინისტრს, რომ დღევანდელი სისტემა არ უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნული აკადემიის სტუდენტებთან საუბრისას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე.

„მაგრამ, ზოგადად არ შეიძლება საზოგადოება გაემიჯნოს შეიარაღებულ ძალებს. დღევანდელი სისტემა არის უსამართლო იმიტომ, რომ ვინც არის უპატრონო და დაუცველი, ხშირად ის ხდება გაწვევის სისტემაში; ეს არასწორია. მაგრამ მხოლოდ პროფესიული კომპონენტით ვერ იქნება შეიარაღებული ძალები; ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისი შვილიც არ უნდა იყოს – პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, პარლამენტარის, ბიზნესმენის – ცხოვრების განმავლობაში რაღაცა ფორმით შეხება უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებთან... თუნდაც ექვსი თვით, თუნდაც ცხრა თვით ან მეტით; ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს იარაღის გამოყენება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამიტომ, დღევანდელი გაწვევის სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას ისეთი სისტემა შეიქმნას, სადაც ჩვეულებრივი ქართველი დაიბადება, გაიზრდება და მოკვდება ისე, რომ შეხებაში არ იქნება შეიარაღებულ ძალებთან; ეს იქნება დიდი შეცდომა და მე ვფიქრობ, ჩვენ ამ შეცდომას არ დავუშვებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამჟამად საქართველოში შერეული სისტემაა, რომელიც საკონტრაქტო და გაწვევის სისტემას ეფუძნება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ბოლოს 2012 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ის 12–დან 15 თვემდე გაიზარდა.

„დაგეგმილი გვაქვს 4 წლის შემდეგ სრულად გადავიდეთ პროფესიულ არმიაზე. ნელ-ნელა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა [არსებული 15 თვიდან] 12 თვემდე შემცირდება, შემდეგ კი სრულად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ იანვრის დასაწყისში.
 
საქართველოს თავდაცვის აკადემიაში გამოსვლისას სააკაშვილმა ასევე მოუწოდა ახალ მთავრობას განაგრძოს სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე მუშაობა და შეინარჩუნოს  თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საწარმო "დელტა".

ამჟამად „დელტა“ რამდენიმე ქარხანას აერთიანებს, მათ შორის „თბილავიამშენს“, რომლებიც 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, რაც ხელისუფლების თქმით, სამხედრო სარემონტო–სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბების გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

„დიდი შეცდომა იქნება, საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე“, – განაცხადა პრეზიდენმა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახლა არ არის წინასაარჩევნო რიტორიკის და იმის თქმის დრო, რომ საქართველოს მიერ წარმოებული ტექნიკა „ბლეფია“ – მას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სკეპტიციზმი  გამოხატა „დელტას“ შესაძლებლობების მიმართ.

როდესაც „დელტას“ მომავალზე ჰკითხეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იანვრის დასაწყისში: „დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება".

როდესაც მას ივანიშვილის სკეპტიკურ განწყობაზე ჰკითხეს საქართველოს სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებით, ალასანიამ უპასუხა, რომ პრემიერ–მინისტრი „დელტაში“ სტუმრობას გეგმავს.  

„თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას“, – განაცხადა ალასანიამ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19