Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეკონომიკური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 თებ.'13 / 16:34

პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვს ეკონომიკური ამნისტიის შესახებ მისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომელიც 2013 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის, ასევე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების პატიებას და  დაფარული ქონების ლეგალიზაციას ითვალისწინებს კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.  

„ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, თუ ის პარლამენტმა დაამტკიცა, არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ნარკობიზნესის, იარაღით ვაჭრობის, ტრეფიქინგის და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი გზით დააგროვეს ქონება; ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებულ მოხელეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე“ - კოდექსის ეს ნაწილი სამოხელეო დანაშაულს ეხება და მასში არ არის მოცემული მოხელეთა ზუსტი  ჩამონათვალი. ამასთან, მოხელეებთან დაკავშირებით, კანონპროეტში იმავდროულად ნათქვამია, რომ ამნისტია გავრცელდება „მხოლოდ მათ მიერ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ ქმედებებზე“.

ამ პროექტისგან განსხვავებით, ეკონომიკური ამნისტიის იმ აქტში, რომელიც 2004 წელს ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ გამოსცა, მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ ამნისტირებულთა შორის ვერ მოხვდებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც დეკლარაციის შევსება კანონით ევალებოდათ.

ახალი ინიციატივის თანახმად, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველად იანვარში ისაუბრა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში დანაშაული 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს, ხოლო პატიმრობიდან გათავისუფლებულებს ნასამართლეობა უნდა მოეხსნათ.

პროექტის მიხედვით, ამნისტია შეიძლება გავრცელდეს მათ მიმართ, ვინც ბრალდებული ან მსჯავრდებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში; გადასახადისათვის თავის არიდებაში; ცრუ მეწარმეობაში; ფულის გათეთრებაში; და ამ გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობასა ან შეძენაში; სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებაში; ფალსიფიკაციაში, რასაც საფრთხე არ შეუქმნია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ გამოუწვევია ადამიანის სიკვდილი; ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვასა ან გასაღებაში; ეკომარკით უკანონოდ სარგებლობაში; მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა ან გადაზიდვაში; ყალბ რეკლამაში;  ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება  ან გამოყენებაში; ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენებაში; ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევაში; საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევაში; საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობაში; მომხმარებლის მოტყუებაში; სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; კომერციულ მოსყიდვაში; საბაჟო წესის დარღვევაში, რაც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ლიცენზიის გარეშე სააღსრულებო საქმიანობაში.

ამ მუხლებზე იანვარში ამოქმედებული ამნისტიის კანონი, რომელზეც პრეზიდენტის ვეტო იქნა დაძლეული, სხვადასხვა ფორმით უკვე გავრცელდა, მათ შორის სასჯელის განახევრების ან ერთი მეოთხედით შემსუბუქების გზით.

ამასთან, პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ითვალისწინებს 2013 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების პატიებას პირებისათვის ისე, რომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა არ განხორციელდეს, ხოლო მაკონტროლებელ ორგანოებს აეკრძალოთ დამალულ გადასახადებთან მიმართებაში რაიმე ფორმით რევიზიის განხორციელება.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ეხება დაფარული ქონებისა და შემოსავლების დეკლარირებასა და ლეგალიზაციას. კერძოდ, კანონის მიღების შემთხვევაში, მისი ამოქმედებიდან სამ თვეში პირს შეეძლება საგადასახადო ორგანოებს წარუდგინოს მისი ქონებრივი დეკლარაცია, სადაც ასევე ასახული იქნება დაფარული ქონება და შემოსავლები, თუმცა კანონპროეტის თანახმად, ეს მონაცემები უნდა დარჩეს კონფიდენციალურ ინფორმაციად, რისი საიდუმლოებაც დაცული უნდა იყოს.  ამ შემთხვევაშიც, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს ეკრძალებათ ლეგალიზებული დაფარული ქონებისა და შემოსავლების რაიმე ფორმით კონტროლი, შესწავლა და გადამოწმება.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ განადგურდეს სახელმწიფო დაწესებულებებში მანამდე დაცული დეკლარაციები და საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამნისტიის ამ პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ „ყველას ყველაფერი ვაპატიოთ“ მიდგომა „არ არის სწორი“ და წარმოადგენს „პიარ-აქციას“.

6 თებერვალს „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში ხადურმა განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო ინტენსიურად განიხილავს და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებს საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებულ საჩივრებზე.

„ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და არ ველოდებით კანონპროეტებს. არსებული კანონმდებლობა სრულიად იძლევა შესაძლებლობას, რომ სამართლიანობა აღდგეს“, - განაცხადა მან და დასძინა: „როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიას აქვს  300 მლნ ლარი წაღებული და მერე ბიუჯეტში არაფერი არ აქვს გადახდილი, ბოდიში უნდა მოვიხადო, მაგრამ ასეთი კომპანიებისათვის გადასახადების პატიებას მე მხარს ვერ დავუჭერ ვერანაირად“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10