Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა აპრილში რუსთაველის გამზირზე მიტინგს გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'13 / 15:55

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიტინგს გამართავს, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მთავრობის „ბუნდოვანი პოზიციის“ წინააღმდეგ.  

„დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპული გზა და ჩვენი მომავალი არ არის უკან რუსეთთან დაბრუნება. სწორედ ამიტომ 19 აპრილს 4 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე ძველი პარლამენტის შენობის წინ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

„მე მინდა მოვიწვიო ყველა პატრიოტი საქართველოსი, მიუხედავად იმისა ვინ რომელ პარტიაშია, რათა დღევანდელ ხელისუფლებას და დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა მან.

ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მოლაპარაკებებში, პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითხოვდა ქვეყნის პროდასავლური კურსის საკონსტიტუციო გარანტიებს. ეს წინადადება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო;  მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, უთანხმოება რჩება საჯარო მოხელეთა შესაძლო ამნისტირების პირობებთან დაკავშირებით.

„მათი ტექსტი [საგარეო კურსზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით], ვთვლით, რომ არ იყო ოპტიმალური, მაგრამ ამ თემებზე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად პრემიერ-მინისტრმა მათ მისცა სრული კარტბლანში  - ‘მოგვიტანეთ რა ტექსტიც გსურთ, ოღონდ ერთი პირობით, ეს ტექსტი იყოს შეთანხმებული თავად ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებთან’, რომ პირიქით რაიმე ჩანაწერებით საქმე არ გავაფუჭოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ჩართულია ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებებში, 20 თებერვალს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48