Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოფლის მეურნეობის მინისტრი პრეზიდენტს „უპასუხისმგებლო“ განცხადებების გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 თებ.'13 / 18:00

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი „უპასუხისმგებლო“ განცხადებების გამო, რომელიც მან იმ რუსი ექსპერტების მისამართით გააკეთა, რომლებიც ქართულ საწარმოებში ინსპექტირებას ახორციელებენ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნების მიზნით.

კირვალიძემ „ხელოვნური ბარიერების და დაბრკოლებების შექმნისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა, რადგან „ასეთი საქმიანობა შეიძლება იქნას განხილული და ჩათვლილი, როგორც მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა ან უფრო მეტიც, საბოტაჟის მოწყობა ამ პროცესისთვის“.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტების 6-კაციანი ჯგუფი უკვე ორი დღეა საქართველოში იმყოფება  და ღვინისა და მინერალური წყლების ათობით საწარმოს ინსპექტირებას ახორციელებს, რათა მათი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი გადაწყდეს.

მიმდინარე ინსპექტირების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩამოვიდა მათი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი ჩვენი ჩინოვნიკები, ჩვენი ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამენ ღვინოებს, აბა მოეწონებათ თუ არა და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკს“, - განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, რაც უნდა რუს ჩინოვნიკს არის ის, რომ „ჯიბეში უნდა ჩაუდო ორი კაპიკი და წავა ძალიან ბედნიერი, ყველამ კარგად ვიცით რისთვის არის ჩამოსული“. 

„ბავარიული ლორი რომ შედის და ძეხვი რუსეთში, ბავარიის ქარხნებში უშვებენ რუსებს?...თუ ბავარიული ლორი და ძეხვი შედის ასეთი შემოწმების გარეშე, ჩვენ რა საბჭოთა კავშირში ვართ ისევ, როცა რუსეთიდან ჩამოდიოდნენ ხალხი და ასე დაოთხილები გვევლო და გვესიამოვნებინა?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, „რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური, რომ რაღაცნაირად ვასიამოვნოთ?“

პრეზიდენტის ამ გამონათქვამებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელისგან გენადი ონიშჩენკოსაგან, რომელმაც ამ მიზეზით არ გამორიცხა მისი ექსპერტების საქართველოში ინსპექტირების დაგეგმილზე ადრე შეწყვეტა.

„თუ სიტუაციის ნორმალიზება არ მოხდება, მაშინ ჩვენ დავაყენებთ საკითხს თავად ექსპერტების გამოწვევის თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე მათი მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - იტყობინება „ინტერფაქსი“ 27 თებერვალს ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

დღესვე ექსპერტების დელეგაციას თავის რეზიდენციაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა, რა დროსაც, საპატრიარქოს ცნობით, მან კმაყოფილება გამოთქვა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც „თავის წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობის დარეგულირებაში“. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ რაც ინსპექტირების ჯგუფი საქართველოს 1 მარტს დატოვებს, „პოზიტიური“ გადაწყვეტილება იქნება მიღებული  და დაიწყება „უახლოეს მომავალში“ ქართული პროდუქციის შესვლა რუსეთის ბაზარზე.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარი განიხილება, როგორც დივერსიფიცირების საშუალება ქართული პროდუქციისთვის.

„ეს არ არის გადარჩენა საქართველოსთვის. ეს არის გაფართოების საშუალება“, - განაცხადა მან და პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ დასძინა, რომ „არავინ არ უსხამდა ხელის კანკალით ღვინოს არავის“.

რუსი ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში საქართველოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტის დროს იქნა მიღებული, რა დროსაც მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მიმართ დაწესებული ემბარგო მალე მოიხსნებოდა.

რუსეთმა ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22