Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ივანიშვილს დღეს არ შეხვდა და შეხვედრას ორშაბათს სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'13 / 15:52

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 1 მარტს მისი და პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს დილით შეხვდეს „იქ, სადაც პრემიერს სურს“.

„დღეს უნდა შევხვედროდი სააკაშვილს და გადაიფიქრა რატომღაც. დიდი აჟიოტაჟი ატეხეს“, - განაცხადა ივანიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, „რაღაც ‘პაეზდკაში’ მივდივარო, უთქვამს, ორშაბათამდე არ მცალიაო. რაღაც კაი საქმეს გვიკეთებს ეტყობა, ზრუნავს ქვეყანაზე“.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პრემიერი მზად იყო მიხეილ სააკაშვილს დღეს 15-დან 18 საათამდე დროის მონაკვეთში შეხვედროდა, რაზეც „იყო კიდეც წინასწარი საუბარი“, თუმცა „გუშინ გვიან ღამე მე მაცნობეს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია კვირის ბოლომდე შეხვედრა, ვინაიდან სხვა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს და შესაძლოა ქვეყანაშიც არ იყოს“.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც 26 თებერვალს მას წერილობით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, სადაც მოუწოდა „2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად“ დაეფიქსირებინა პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის კენჭისყრაც მარტის ბოლომდე იგეგმება პარლამენტში და რომელიც პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომელიც მას აძლევს უფლებას დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება.

1 მარტს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა და ამიტომ „სრულიად გაუგებარი და უსაფუძვლოა, რომ მისი ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს“.

„გუშინ საღამოს, პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. ამიტომ, პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით“, - განაცხადა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მართალია პრეზიდენტს „რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი“ აქვს უცხოეთში, მაგრამ  „ის ყოველთვის მზად არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში მიიღოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა“.

„ქვეყანის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. საქართველოს პრეზიდენტის ინტერესია, რომ შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგითა და შეთანხმებით. უნდა ითქვას, რომ დაგროვდა  საკმაოდ  ბევრი საკითხი და პრეზიდენტისა და პრემიერის მოვალეობაა, რომ გაუგებრობების განსამუხტად ყველაფერი გააკეთონ, ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა, სამოქალაქო მშვიდობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42