Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: ევროპარლამენტარების წერილი ‘იყო სირცხვილი’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'13 / 12:19

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წერილი, რომელშიც ევროპარლამენტის 23 წევრი მას აკრიტიკებდა „სირცხვილი იყო“ და დასძინა, რომ მისი ავტორები „სააკაშვილის ტყუილებზე ცხოვრობენ“.

23-მა პარლამენტარმა, საიდანაც 19 ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდანაა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 6 მარტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ივანიშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან საქართველო ევროპის გზას ჩამოაშორა. 10 მარტის საპასუხო მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტართა ჯგუფი „სიცრუეზე დაფუძნებული“ განცხადებების გამო და მოუწოდა მათ თავი შეიკავონ მსგავსი წერილების ხელმოწერისგან, რადგან „ამის გამო მალე თავადვე შერცხვებათ“.

როდესაც ჟურნალისტებმა 12 მარტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს მისაღები იყო თუ არა უსუფაშვილის წერილის ტონი მისთვის, ივანიშვილმა უპასუხა: „ძალიანაც მისაღებია. ჩვენ ძალიან კარგ ენაზე და გასაგებ ენაზე ვესაუბრებით ევროპას. ყველა აქცენტი ჩემი გაკეთებულია პირადად“.

„უფრო მკვეთრი წერილი გამოქვეყნდება ჩემი სახელით. მე არ ვუპასუხე იმ პატარა ჯგუფს და პატარა გუნდს. მე უფრო ფართო წერილს ვწერ მთლიანად სახალხო პარტიას და ნახავთ, ის უფრო მკვეთრი იქნება. ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი, რაც 23-მა პარლამენტარმა გამოაქვეყნა, იყო სირცხვილი... ჩვენ არ გვეშინია სიმართლე ევროპაშიც ჩავიტანოთ. სააკაშვილს ჰქონდა ამის იმედი, რომ ჩვენ ვერ გავბედავდით პაექრობას. აი დადგა დრო, გავიდა ოთხი თვე და ჩვენ ევროპელებსაც მოვახერხებთ [რომ ვუთხრათ სიმართლე], იმ ნაწილს, რომელიც ახერხებს სააკაშვილის სიცრუეზე იცხოვროს“.  

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი წერილი ევროპის სახალხო პარტიის მიმართ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება; მან ასევე განაცხადა, რომ „ერთადერთი პრობლემა“, რომელმაც შეაფერხა წერილის გამოქვეყნება დასავლურ პრესაში ის არის, რომ ის „ძალიან ვრცელია“.

„არც ერთ გაზეთს არ სურს მისი გამოქვეყნება, რადგანაც ის ძალიან ვრცელია“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ Financial Times, Wall Street Journal და სხვებიც დაინტერესებული არიან წერილის გამოქვეყნებაში, თუმცა აცხადებენ, რომ მხოლოდ მესამედი უნდა დაიბეჭდოს.

ივანიშვილმა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 12 მარტს გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილა, განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისთვის გამოცდა იქნება. კოალიცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე სავარაუდოდ მარტში მოგვიანებით დააყენებს. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის დათხოვნის და ახლის დანიშვნის უფლება. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები უარს იტყვიან ცვლილებების მხარდაჭერაზე, ეს მის მთავრობას არანაირ ზიანს არ მიაყენებს, არამედ თავად ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება საზიანო, რადგანაც ასეთი არადემოკრატიული საკონსტიტუციო დებულების გაუქმებაზე უარის თქმა ნაციონალური მოძრაობისთვის პოლიტიკური თვითგანადგურების ტოლფასი იქნება. 
   
"დიდი ალბათობით მათ [ევროპის] სახალხო პარტიიდანაც გარიცხავენ", – განაცხადა ივანიშვილმა. 

ნაციონალურ მოძრაობას, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი სააკაშვილია, ევროპის  სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46