Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარება „არასწორია“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'13 / 13:03

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ნაციონალური მოძრაობის შეთავაზება, რომ პირველი მოსმენით კენჭისყრამდე საკითხზე სარეიტინგო გამოკითხვა გაიმართოს, „არასწორია“.

„თუ უნდათ ხმა მისცენ, თუ არ უნდათ არ მისცენ. თავის პარტიას, თავის სახეს აჩვენებენ ესენი მხოლოდ. არავის არ მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან. და არ ჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

„ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ამას პარლამენტი წყვეტს თვითონ. უსუფაშვილის გამოსვლა თქვენ ნახეთ და მე მგონი არ შედგება [სარეიტინგო კენჭისყრა]“, - განაცხადა მან.

მისი ეს განცხადება წინ უსწრებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომელიც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მარტს საღამოს ამ თემაზე გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ნაციონალურ მოძრაობას იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ ის არ გატყდა, მისი წევრი დეპუტატების გადაბირების მიზნით "ზეწოლის უპრეცედენტო კამპანიის" მიუხედავად. პრეზიდენტი სააკაშვილი  და მისი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრა მათ იმის დემონსტრირებისთვის სჭირდებათ, რომ არასწორია ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებში არიან დეპუტატები, რომელთაც პარტიულ ხაზს გადაუხვიეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს ერთობას და შეუძლებელია კონსტიტუციის მიღება ოპოზიციური აზრის იგნორირებით. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ იმდენ ხმას დაუმატებს ქართულ ოცნებას ცვლილებების კენჭისყრის დროს, რამდენსაც სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რომ მათ აკლდებათ საჭირო 100 ხმის მოსაგროვებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამ შეთავაზების საპასუხოდ 20 მარტს განაცხადა, რომ სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საჭიროება არ არსებობს, რადგან ამის გარეშეც ცხადია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ გავა, თუ მას ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობას ოპონენტების არა ხმები, არამედ მათი პროცესში თანამონაწილეობა სჭირდება, რათა პარლამენტმა დაიბრუნოს თავისი უფლება იმით, რომ პრეზიდენტს შეეზღუდოს უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნოს ახალი მთავრობა.

სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო ცვლებების კენჭისყრის წინ დადგება დღის წესრიგში, რაზეც კანონმდებლობის მიხედვით, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.  ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ამგვარი გამოკითხვის ჩატარების წინააღმდეგნი არიან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43