Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აკაკი ბობოხიძე სააკაშვილის და ივანიშვილის განცხადებებს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მარ.'13 / 15:22

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პრეზიდენტ სააკაშვილის და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მიერ 21 მარტს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთხმად მიღების საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. 

„გუშინ გამოვიდა და შეფასებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მე მინდა ვთქვა, რომ არ იყო სწორად აქცენტები დასმული. გუშინ არ გაუმარჯვია ნაციონალურ მოძრაობას, გუშინ გაიმარჯვა საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც პარლამენტი 22 მარტს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავდა.

„სამწუხაროდ, დღეს იგივე გააგრძელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ეს 100 ხმა მაინც გვქონდა, სულ არ გვჭირდებოდა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაო“, – განაცხადა ბობოხიძემ და დასძინა, რომ ცვილელებებს 135–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი არა იმიტომ, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ამ დეპუტატებს ქვეყნის ბედი ადარდებთ. 

„მე ვთხოვ ჩემს უმცირესობას, ჩემს მეგობრებს, ჩვენ დავილაპარაკებთ ასევე ჩვენ ლიდერთან, მე გთხოვთ თქვენ [უმრავლესობას]. ჯერ საკითხი არ გასულა. საკითხის გასვლას სჭირდება მესამეჯერ კენჭისყრა... აღარ მაინტერესებს რაც ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, არ მაინტერესებს რას იტყვის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ რადგან ვთვლით, რომ საქართველოს ეს სჭირდება, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი ალბათ მიიღებს. მე ყველას მოვუწოდებ, ბატონებო გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სჭირდება საქართველოს და რომელ გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი, დაანებეთ ჭკუის დარიგებას და დაანებეთ იმის მცდელობას, თუ ვის მკლავმა გადაწია ერთი თუ მეორე ხელი“, – განაცხადა ბობოხიძემ, რომელიც უმცირესობაში შემავალ მაჟორიტარების ფრაქციას ხელმძღვანელობს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53