Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მარ.'13 / 16:34

პარლამენტმა 22 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით 123 ხმით კვლავაც ერთხმად მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად გამოცვალოს.

პირველი მოსმენით ამ საკითხს დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან გუშინ დაუჭირეს მხარი, ხოლო მისი მესამე და საბოლოო მოსმენით კენჭისყრა 25 მარტის რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის დღევანდელი განხილვისას გამოთქმულ მცირერიცხოვან მოსაზრებებს შორის ერთ-ერთი ეხებოდა კანონპროეტის მოქმედების ვადებს.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა მოუწოდა კანონპროექტში იმის მკაფიოდ დაფიქსირებისაკენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ე.წ. გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს, ვიდრე 2013 წლის ბოლოს ახალი საკონსტიტუციო დებულებები შევა ძალაში. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ცვლის მხოლოდ კონსტიტუციის მოქმედ დებულებებს და არა იმ ნორმებს, რომელთა ძალაში შესვლაც წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

იმავდროულად, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძემ, რომელიც უმცირესობაში შემავალ მაჟორიტარების ფრაქციას ხელმძღვანელობს, გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებები და  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით.  მან მოუწოდა ლიდერებს, რომ აცალონ დეპუტატებს ამ საკითხზე მუშაობა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42