Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების 23–ე რაუნდი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 მარ.'13 / 12:10

ჟენევის მოლაპარაკებების 23–ე რაუნდი, რომელიც 27 მარტს გაიმართა, პროგრესის გარეშე დასრულდა, ხოლო მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რაუნდი სამ თვეში გამართონ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ.

26–27 მარტს გამართული ბოლო რაუნდის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში, რომ დისკუსიის მონაწილეები მიესალმნენ ადგილზე შენარჩუნებულ სტაბილურობას და სიმშვიდეს; მათ ასევე განაცხადეს, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განცხადების“ განახლებულ პროექტზე. ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა ერთ–ერთ მთავარ საკითხად რჩება, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა, რომელიც პირველად უძღვებოდა ქართულ ჯგუფს ჟენევის მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ დისკუსიები „საქმიან“ გარემოში წარიმართა. თუმცა, ძალის გამოუყენებლობის საკითხთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ის განსხვავებული პოზიციები, რომლებიც მხარეებს მანამდეც ჰქონდათ, უცვლელი რჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა „რია ნოვოსტის“ მოლაპარაკებების შემდეგ: „იმედები ნაყოფიერ რაუნდთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ვერ გამართლდა“.

საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ მონაწილეები განაგრძობენ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობას; თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თბილისს სურს, რომ მოსკოვმა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე თბილისის ანალოგიური ნაბიჯი გადადგას.

„მათ უხდებათ საქართველოს პოზიციის მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მყარად დაფიქსირება [დეკლარაციაში] არ ცვლის არანაირად რუსეთის ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ“, – განაცხადა ზალკანიანმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივი პირობა 2010 წლის ბოლოს დადო და მას შემდეგ თბილისი მოუწოდებს რუსეთს, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. რეზოლუცია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა თვის დასაწყისში ერთხმად მიიღო, ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ძალის არგამოყენების მიმართ.

ჟენევის მოლაპარაკებები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს. თანათავმჯდომარეების განცხადებით, ამ ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული დისკუსიების შემდეგ, მათ „ხანმოკლე საინფორმაციო შეხვედრა“ ჩაატარეს მონაწილეებს შორის უკეთესი კომუნიკაციის და აზრთა გაცვლა–გამოცვლის მიზნით; თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ შეხვედრის ჩატარება არ უნდა იქნას განხილული, როგორც ფორმატის ცვლილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ ქართველმა მომლაპარაკებლებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთის  გასწვრივ მავრთულხლართების გაბმის გამო, რაც, მისი თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს.  

თანათავმჯდომარეების თქმით, იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს, მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის გამყოფი ხაზების მიღმა ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობა.

გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ ბოლო რაუნდის დროს დისკუსიები  „ძალიან ღია, ზოგჯერ პირდაპირი და კრიტიკული იყო“. „მაგრამ საერთო ჯამში, ატმოსფერო კონსტრუქცუილი იყო. ჩვენ ნამდვილად შევძელით ორ სამუშაო ჯგუფში სამუშაოს დასრულება და დღის წესრიგის ყველა საკითხის განხილვა“, – განაცხადა მან.

ჟენევის დისკუსიების 24–ე რაუნდი 25–26 ივნისთვისაა დაგეგმილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40