Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი შავ ზღვაზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 მარ.'13 / 13:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა შავ ზღვაზე რუსეთის შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების მოულოდნელი დაწყების გამო და განაცხადა, რომ რუსეთის ეს ქმედება „ეწინააღმდეგება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს“.

„აღნიშნული წვრთნები არის უჩვეულო, დაუგეგმავი და სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია "ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ" ვენის 2011 წლის დოკუმენტთან. ამასთან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, წვრთნები ვერ მიიჩნევა მოსალოდნელ საფრთხეზე პროპორციულ რეაგირებად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს.

„საქართველო შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, საქართველო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღების და/ან პერსონალის გამოყენების პოტენციური საფრთხით“, – განაცხადა სამინისტრომ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 29 მარტს, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები შავ ზღვაზე უბიძგებს საქართველოს, რომ გააძლიეროს დაკვირვება. 

თუმცა, მან ასევე დასძინა: „საქართველო პირდაპირ საფრთხეს არ გრძნობს ამ წვრთნებიდან“. 

„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ამ წვრთნებში ჩართული არ არიან. არც საქართველოს საზღვარო აკვატორიაა დარღვეული. მაგრამ თავისთავად რომ ეს წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის დარღვევა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის“, – განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გააკეთა, რაც 29 მარტს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ–საქართველოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს  Agile Spirit-2013 დაესწრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 მარტს ქართულ–ამერიკული წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ნებისმიერი უცხოური სამხედრო დახმარება თბილისისთვის, რითიც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების პერსპექტივებს ართულებს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 7 000 სამხედრო, 250 ჯავშანმანქანა, 20–ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და დაახლოებით 30 სამხედრო ხომალდია ჩართული.

რუსეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაზე ფართომასშტანიანი სამხედრო წვრთნების მოულოდნელად ჩატარების ბრძანება 28 მარტს გასცა. მისმა პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედროების რაოდენობის გამო მოსკოვისთვის აღარ გახდა საჭირო, რომ წვრთნების თაობაზე მეზობელი ქვეყნებისთვის წინასწარ ეცნობებინა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა 29 მარტს, რომ „ცალმხრივად განხორციელებული სამხედრო ქმედებები საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ რუსეთი კვლავაც უარს აცხადებს, უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წელს ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 7 მარტს ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციით დაადასტურა“.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ, რომელიც მოსკოვს სტუმრობს, განაცხადა 29 მარტს რადიო „ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში, რომ ნატო შავ ზღვაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებს "მშვიდად" შეხვდა; თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მოსკოვი წვრთნების შესახებ ნატოს წინასწარ შეატყობინებდა.

„წვრთნები სამხედროებისთვის ნორმალური საქმეა. ნატო ყოველწლიურად ახორციელებს რეგულარულ პროგრამას. მაგრამ ვფიქრობ, ყოველთვის კარგია, რომ წვრთნების შესახებ, მისი მოცულობის, მასშტაბის და მიზნის შესახებ ბევრი გამჭირვალობა იყოს“, – განაცხადა ვერშბოუმ და დასძინა, რომ მას რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ თავად სამხედროებისთვისაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ეს წვრთნები, რათა მათი სწრაფი რეაგირება შეემოწმებინათ.     

„მაგრამ მე ვუთხარი ჩემს [რუს] კოლეგებს: ‘მაინც შეგეძლოთ გეთქვათ ნატოსთვის; ჩვენ შეგვიძლია საიდუმლოს შენახვა“, – განაცხადა ვერშბოუმ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40