Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი შავ ზღვაზე მიმდინარე წვრთნებზე თბილისის რეაქციას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'13 / 16:57

მოსკოვმა განაცხადა ორშაბათს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს შავ ზღვაზე მიმდინარე რუსული სამხედრო წვრთნების გამო, საჩვენებელი ხრიკი იყო, რომელიც „ცუდად შეესაბამება“ საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს.

„ქართული მხარის ‘ღრმა შეშფოთება’ წვრთნებთან დაკავშირებით გამოგონილი ხასიათისაა. ეს განსაკუთრებით ნათელია დანარჩენი მსოფლიო თანამეგობრობის სავსებით ადეკვატური რეაქციის ფონზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა კომენტარში, რომელიც სამინისტრის ვებგვერდზე 1 აპრილს გამოქვეყნდა.

„ვფიქრობ, რომ საქმე ეხება კიდევ ერთ არადამაჯერებელ მცდელობას, რომ საქმის რეალური ვითარება დაიმალოს – საქართველო, რომელმაც 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი დაიწყო კავკასიაში, დღემდე თავს იკავებს, რომ ხელი მოაწეროს სავალდებულო შეთანხმებებს უსაფრთხოების გარანტიებზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, რომლებიც წლების მანძილზე თბილისის მხრიდან მუქარებისა და აგრესიული ქმედებების ობიექტები იყვნენ“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა და დასძინა, რომ თბილისის პოზიციის ეს მიმართულება ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზეც გაგრძელდა.

„რუსული საფრთხის საჯაროდ გაზვიადება საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის დაფარვის მიზნით, ქართული მხარისთვის ახალ მეთოდს არ წარმოადგენს. საკმარისია გავიხსენოთ მრავალთვიანი ხმაური შარშანდელი დაგეგმილი რუსული წვრთნების შესახებ, რომლებიც თითქოსდა „სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს“. ის, რომ თბილისი კვლავაც იყენებს ამგვარ შაბლონურ პროპაგანდისტულ ხრიკებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდად შეესაბამება განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მისწრაფების თაობაზე“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.      

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 29 მარტს, რომ ის „შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით“, რაც გამოიხატა შავ ზღვაზე რუსეთის შეიარაღებული შენაერთების ფართომასშტაბიანი წვრთნების მოულოდნელ დაწყებაში და დასძინა, რომ რუსეთის ეს ქმედება „ეწინააღმდეგება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა იმავე დღეს, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები უბიძგებს საქართველოს, რომ გააძლიეროს დაკვირვება. თუმცა, მან ასევე დასძინა: „საქართველო პირდაპირ საფრთხეს არ გრძნობს ამ წვრთნებიდან“.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა 29 მარტს რადიო „ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში, რომ ნატო შავ ზღვაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებს "მშვიდად" შეხვდა; თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მოსკოვი წვრთნების შესახებ ნატოს წინასწარ შეატყობინებდა.

„წვრთნები სამხედროებისთვის ნორმალური საქმეა. ნატო ყოველწლიურად ახორციელებს რეგულარულ პროგრამას. მაგრამ ვფიქრობ, ყოველთვის კარგია, რომ წვრთნების შესახებ, მისი მოცულობის, მასშტაბის და მიზნის შესახებ ბევრი გამჭირვალობა იყოს“, – განაცხადა ვერშბოუმ და დასძინა, რომ მას რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ თავად სამხედროებისთვისაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ეს წვრთნები, რათა მათი სწრაფი რეაგირება შეემოწმებინათ.    

„მაგრამ მე ვუთხარი ჩემს [რუს] კოლეგებს: ‘მაინც შეგეძლოთ გეთქვათ ნატოსთვის; ჩვენ შეგვიძლია საიდუმლოს შენახვა“, – განაცხადა ვერშბოუმ.

22 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ–ამერიკული წვრთნები Agile Spirit – 2013 გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ნებისმიერი უცხოური სამხედრო დახმარება თბილისისთვის, რითიც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების პერსპექტივებს ართულებს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46