Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთმა საკუთარ ბაზარზე „ბორჯომის“ მინერალური წყალი დაუშვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 აპრ.'13 / 14:26

ქართულმა მინერალურმა წყალმა „ბორჯომი“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების ნებართვა მიიღო, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ.

„ბორჯომი რუსეთის პროდუქციის რეესტრში დარეგისტრირდა და რუსულ ბაზარზე იქნა დაშვებული“, – განუცხადა ონიშჩენკომ საინფორმაციო სააგენტო „იტარ–ტასს“ 11 აპრილს.

„ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi Beverages მიესალმა ამ განცხადებას და განაცხადა, რომ ახლა ის რუსეთის ხელისუფლებისგან რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება.

2012 წლის დეკემბრის ბოლოს კომპანიის IDS Borjomi Beverages საკონტროლო პაკეტი რუსულმა „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად „ალფა ჯგუფი“ კომპანიის 55.7%–ის მფლობელია.

„როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სხვა პროდუქტების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკის ძირის გამოთხრისკენ იყო მიმართული. 

IDS ბორჯომის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ აშუროვმა განუცხადა რუსულ გაზეთ „კომერსანტს“, რომ კომპანია იმ 3.5%–იანი ბაზრის წილის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც მას 2005 წელს ეკავა, სანამ მოსკოვი ქართული პროდუქციის იმპორტს აკრძალავდა.

IDS ბორჯომის ადგილობრივი ფილიალი რუსეთში „ბორჯომის“ ერთადერთი დისტრიბუტორი იქნება რუსეთში; ამჟამად, კომპანია რუსეთში მინერალურ წყლებს „სვიატოი ისტოჩნიკ“ და „ედელვაისს“ აწარმოებს და ყიდის. 

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წელს ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა 59.34 აშშ დოლარი შეადგინა; 2011 წელს ეს მაჩვენებელი 47.6 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2005 წელს იგივე მაჩვენებელი 32.48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2006 წელს რუსული ემბარგოს შემდეგ 24 მილიონამდე შემცირდა.

აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მინერალური წყლების მოპოვებაზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდას აპირებს.

ამ გადაწყვეტილებას, რასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება, „ბორჯომის“ მწარმოებლის შეშფოთება მოყვა. კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო", რომელიც IDS Borjomi Beverages–ის ადგილობრივი ფილიალია, განაცხადა 4 აპრილს, რომ  მოსაკრებლის გასამმაგება  უარყოფითად აისახება IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონკურენტუნარიანობაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33