ქუთაისის საკრებულომ 12 აპრილს ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე თანამდებობიდან გადააყენა.
ეს სვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის საკრებულოში აპრილის დასაწყისში უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც მისმა რამდენიმე წევრმა საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვა. ამჟამად საკრებულოს კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული წევრები აკონტროლებენ.
ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის მერად საკრებულომ 2012 წლის 8 ოქტომბერს აირჩია, როდესაც უმრავლესობა საკრებულოში ჯერ კიდევ ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნოდა.
ქუთაისის საკრებულომ ახლა ბრეგაძის შემცვლელი უნდა შეარჩიოს მერის თანამდებობაზე.
თბილისისგან განსხვავებით, სადაც მერი პირდაპირ ირჩევა, დანარჩენი ოთხი „თვითმმართველი ქალაქის“ - ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის და ფოთის - მერებს მათი საკრებულოები ირჩევენ.