Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს თანამდებობაზე აღადგენენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 აპრ.'13 / 16:01

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მარტის დასაწყისში გაათავისუფლა თანამდებობიდან, სასამართლოში საქმე მოიგო, სადაც ის აცხადებდა, რომ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

15 აპრილის გადაწყვეტილებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სამეურვეო საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბარათაშვილი თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული და მისი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე დაეკისრა ბარათაშვილისთვის დღიდან გათავისუფლებისა სასამართლოს გადაწყვტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 5500 ლარის ოდენობით.

მთავარი არგუმენტი, რომელიც სარჩელში საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების გასამყარებლად იყო მოყვანილი, არის ის, რომ გადაწყვეტილებას ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე საბჭომ საჭირო კვორუმის გარეშე უყარა კენჭი. 

ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, რისი გაკეთებაც მომდევნო ორ კვირაშია შესაძლებელი.

საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილებას ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე რამდენიმე დღით უსწრებდა ბარათაშვილის მიერ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის  თანამდებობიდან გათავისუფლება. ბერძენიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბარათაშვილი მისგან მთავრობის სასარგებლოდ მოითხოვდა ახალი ამბების გაშუქებას. ბარათაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბერძენიშვილი თანამდებობიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გაუშვა, თუმცა სანაცვლოდ მას დირექტორის მრჩევლად ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ 1 აპრილს ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა.

სამეურვეო საბჭომ მიანიშნა, რომ მას ბარათაშვილი იმის გამო არ გაუთავისუფლებია, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი დაითხოვა – საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში ჩაერიოს; საბჭომ უპასუხისმგებლო უწოდა „კრიზისული ვითარების შექმნას“, იმ პირობებში, როდესაც „მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20