Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებას უარყოფს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 აპრ.'13 / 12:26

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანი გუნდია და პარტიაში რაიმე შიდა უთანხმოება არ არსებობს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 აპრილს.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუს დროს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას სახელით გაკეთებულ ბრალდებებზე ჰკითხეს.  

„არც მინდა ამაზე ლაპარაკი; არასერიოზულია უბრალოდ“, – უპასუხა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას არასდროს ჰქონდა "მჭიდრო" ურთიერთობები დათა ახალაიასთან; ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში "შეიძლება ორჯერ და სამჯერ მყავს სულ ნანახი", განაცხადა მან.  

„მე საერთოდ არ მგონია, რომ ის კაცი [დათა ახალაია] საერთოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკური პროცესი დღეს პარლამენტში მიდის, სადაც ნაციონალურ მოძრაობას „ძალიან მაგარი ჯგუფი“ ჰყავს.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მიდის „განახლების“ პროცესი.

„ნაციონალური მოძრაობა ეს არ არის პიროვნებების, უფრო სწორად პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი; ნაციონალური მოძრაობა ეს არის პრინციპების გარშემო არსებული გაერთიანება, იქ ადამიანები მოდიან, მიდიან, ზოგჯერ ჩხუბობენ... ეს მომხდარა, ეს მოხდება მომავალშიც“, - განაცხადა სააკაშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობის უმცირესობამ ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის დროს.   

კითხვაზე აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მან აქციის დეტალების შესახებ არ იცის, რადგანაც ეს არ არის და არც უნდა იყოს პრეზიდენტის ფუნქცია. მან ასევე განაცხადა, რომ აქცია არ უნდა იქნას გამოყენებული კანდიდატის დასახელებისთვის.

კითხვაზე იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს „გამჭირვალედ“ აარჩევს პარტიაში შიდა კონკურსის გზით. 

„ვანო ძალიან ღირსეული ადამიანია, ძალიან; აქ საუბარი ამაზე არ არის, აქ არის პროცესი და მისი ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ვანოა“, რომ კანდიდატის შერჩევა შიდა კონკურსით, შესაძლოა პრაიმერის საშუალებით მოხდეს, განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24