Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი სტრასბურგს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 აპრ.'13 / 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 22-24 აპრილს სტრასბურგს სტუმრობს, სადაც ის ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას სამშაბათს სიტყვით მიმართავს.

მისი პრესსამსახურის ცნობით, მიმართვის შემდეგ ივანიშვილი ასამბლეის წევრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე 21 იანვარს წარსდგა სიტყვით, რის შემდეგაც მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის რუმინელ კოლეგასთან ვიქტორ პონტასთან, რომელიც ასევე გეგმავს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას.

ივანიშვილის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერი ასევე შეხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან-კლოდ მინიონს; ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს დინ შპილმანს; ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ნილს მუჟნიეკს; ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ წარმომადგენელთა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს.

მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის ევროპის ლიბერალ დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანე ბრასორთან. ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი ორი პარტია - რესპუბლიკელები და ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები ამ ჯგუფის პარტნიორები არიან. ივანიშვილი ასევე გეგმავს შეხვედრას საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან სოციალისტების ჯგუფიდან  ნატაშა ვუჩკოვიჩთან. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ისურვებდა ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობას.

დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა, რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ რუსეთის დეპუტაცია ივანიშვილს ასამბლეის სხდომაზე გამოსვლის დროს დაუსვამს შეკითხვებს რუსეთის მიმართ მისი მთავრობის პოლიტიკის შესახებ.

„ჩვენ ვაპირებთ დავსვათ კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად აპირებს ის შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა კერძოდ რუსეთთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლების ყველა ოფიციალური განცხადება იმ საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ექცევა, რომელსაც ატარებდა სააკაშვილი“, - განაცხადა პუშკოვმა „რია ნოვოსტის“ ცნობით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34