Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უკანონო თვალთვალის აღსაკვეთად მთავრობა კონტროლის ძლიერი მექანიზმების შემოღებას პირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 აპრ.'13 / 12:32

საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელობამ პირობა დადეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღსაკვეთად შეიქმნას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი მექანიზმები ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად. 

29 აპრილს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების იმ დიდ ჯგუფს შეხვდნენ, რომელთაც უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღმკვეთი ღონისძიებების განხილვის მიზნით კონფერენციაზე შეიკრიბნენ.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ექვსი ყოველწლიური ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ, დაწყებული იმ  ანგარიშიდან, რომელიც 2007 წლის მოვლენებს ასახავს და დამთავრებული ბოლო ანგარიშით, რომელიც 2012 წელს მიმოიხილავს, მუდმივად აღნიშნავს, რომ კერძო პირები ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ თავს იკავებენ ან საერთოდ არ საუბრობენ ტელეფონით სენსიტიურ თემებზე, ვინაიდან შიშობენ, რომ მათი საუბრები ისმინება.

2012 წლის ოქტომბრის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში პირადი ხასიათის ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარული მიყურადება სასამართლოს სანქციით უნდა ხდებოდეს. თუმცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩანს, კვლავ აქვს პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო კომპანიების ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე, რაც უკანონო სახელისუფლებო თვალთვალის თაობაზე წუხილებს აღძრავს“.

29 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ უკანონო თვალთვალის პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, დასრულებულია. თუმცა, მათ ასევე აღიარეს, რომ მხოლოდ ხელისულების სიტყვიერი გარანტიები, რომ უსაფრთხოების სამსახურები აღარ ახორციელებენ უკანონო თვალთვალს, არ იქნება საკმარისი იმ წუხილების გასაქარწყლებლად, რომლებიც საზოგადოებაში, ძირითადად, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს.

„შემოვიღებთ ისეთ კანონს, როგორიც სჭირდება ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ რაც მთავარია, უნდა მოვახერხოთ ის, რომ კანონის დაცვა უნდა შევძლოთ და ყველა პრეცედენტზე უნდა გვქონდეს საშინელი რეაქცია, თუკი ამის მსგავსი გამოვლინება კიდევ მოხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებაში გადაჭარბებული აღქმა იყო იმისა, რომ წინა ხელისუფლება მობილურ ტელეფონზე ყველას საუბარს უსმენდა; მისი თქმით, ამგვარი განცდის გაჩენას წინა ხელისუფლებამ „შეგნებულად“ შეუწყო ხელი, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების მუდმივი „შიშის“ ქვეშ ყოფნას იმ შეგრძნებით, რომ მათ განუწყვეტლივ აკონტროლებენ.

მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  წინა ხელისუფლების პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროში „ცალკე განყოფილება“ არსებობდა, რომელსაც უკანონო მოსმენები ევალებოდა და რომელიც მისი სამინისტროში მისვლის შემდეგ გაუქმდა. 

მან ასევე განაცხადა, რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უზარმაზარი არქივი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის მისი და პრემიერ–მინისტრის უკანონო მოსმენების შედეგად იქნა მოპოვებული,  კვლავ ინახება სამინისტროში.

„რაც შეეხება იმ არქივს, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მანამ სანამ გამოძიება არ დასრულდება – და ჩვენ კიდევ გვყავს დასაკითხი რამდენიმე პირი, მათ შორის ყოფილი მინისტრის მოადგილე [ამირან] მესხელი -  მანამდე ამ არქივის განადგურება ფიზიკურად არ შეიძლება; როგორც კი დასრულდება გამოძიება, ჩვენ დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რომ ვახორციელოთ მოსმენები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ხდება კანონის სრული დაცვით“, – განაცხადა მან შეხვედრაზე, „რაც შეეხება იმ იდეებს, რომ გამკაცრდეს და კონტროლი დაწესდეს და ბერკეტები შეიქმნას იმისა, რომ ცდუნებამ აღარ გვძლიოს და აღარ გავაგრძელოთ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც მანამდე იყო დანერგილი, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, მივიღოთ თქვენგან მოსაზრებები, რეკომენდაციები და მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე უნდა შეიქმნას ბერკეტები, რათა სწორი საზოგადოებრივი კონტროლი იქნას გარანტირებული.

„რაც ბატონმა პრემიერ–მინისტრმა ბრძანა, რომ ეს დამთავრდა, ეს ხალხმა თუ არ დაიჯერა, რომ ეს დამთავრდა, რამდენჯერაც არ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ეს დამთავრდა, შედეგი იგივე იქნება და ხალხმა რომ დაიჯეროს, რომ ეს დამთავრდა, ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა“, – განაცხადა მან.

„ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვესმის, რომ ჩვენი სიტყვა ხალხისთვის შეიძლება ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტი მზადაა სამოქალაქო საზოგადოებისგან რეკომენდაციები მიიღოს, რათა ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა გაუმჯობესდეს.

მან ასევე განაცხადა, რომ მონიტორინგი უნდა შეეხოს არა მხოლოდ „ტრადიციულ ეჭვმიტანილებს – პოლიციას, უშიშროებას და ასე შემდეგ“, არამედ საკომუნიკაციო მომსახურების მომწოდებლებსაც.

თუმცა, უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი უნდა იყოს საკმაოდ „მოქნილი“, რათა სწორი ბალანსი შეიქმნას ერთი მხრივ, ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის არ გამოიწვიოს უარყოფითი გვერდითი მოვლენები მათი ლეგიტიმური მოვალეობების შესრულების დროს.  “ბევრი რამ არის სასწორზე და კარგია, რომ შევიკრიბეთ“, - აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13