Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრი ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მაი.'13 / 17:30

სექსუალური უმცირესობებს ისეთივე უფლებები აქვს როგორიც სხვა მოქალაქეებს და საზოგადოება „ნელ-ნელა ამას შეეჩვევა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს, როცა მას ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 17 მაისს თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციაზე კითხეს.

იმავე დღეს დაგეგმილია ამ აქციის საწინააღმდეგო გამოსვლაც.

„სექსუალური უმცირესობები, მრავალჯერ განმიცხადებია მე, ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორსაც ჩვენ წარმოვადგენთ, თითოეული ჩვენთაგანი... საზოგადოება ჩვენი ნელ-ნელა ამას შეეჩვევა. მე ვიცი რომ კითხვები არსებობს, არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც ამას ვერ ღებულობს. ამისთვის არსებობს ჩვენს სახელმწიფოში სამართალდამცავი სტრუქტურები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობების უფლებები დავიცვათ და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა ივანიშვილმა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როცა ისმის მუქარები ლგბტ უფლებების დამცველთა მიმართ, ივანიშვილმა უპასუხა: „დავაშორებთ [დაგეგმილ ორ პარალელურ აქციას] ალბათ, მე კონკრეტულად ვერ გეტყვით როგორ მოხდება ეს პროცესი, მაგრამ არსებობს პოლიცია, ჩადგება შუაში და მათაც მისცემს საშუალებას და არ მისცემენ ხელის შეშლის უფლებებს და დაიცავენ ყველა ადამიანის უფლებებს“.

როდესაც ჟურნალისტი ერთსქესიან ქორწინებაზე მისი მოსაზრებით დაინტერესდა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აქტუალური არაა დღეს“; მან ასევე განაცხადა, რომ საკითხის ზედმეტად გამძაფრება არ არის საჭირო.

ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „იდენტობა“ ინფორმაციით, 17 მაისს თბილისის ცენტრში ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმილი აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება.

შარშან, როდესაც ლგბტ აქტივისტები ამ დღის აღსანიშნავად თბილისის ცენტრში პირველ ასეთ მანიფესტაციას მართავდნენ, მართლმადიდებლურმა ჯგუფებმა მათი მსვლელობა ჩაშალეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18