Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე 5 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მაი.'13 / 15:09

თბილისის საქალაქო სასამართლომ შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, რომელიც 12 მაისს ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ბრალდებით დააკავეს, 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა.

თანხის გადახდისთანავე გელა ხვედელიძე, რომლის მიმართაც ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, პატიმრობიდან გათავისუფლდება, იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლო.

„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება  ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა“, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და იქვე აღნიშნავს, რომ "ბრალდებული არ  გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას  და არ მოახდენს მტკიცებულებათა განადგურებას".

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ხვედელიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩაიდინა პირმა, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მაისს მისი პირველი მოადგილის დაპატიმრებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ გელა ხვედელიძემ, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული ჩანაწერების არქივს კურირებდა, პირთა სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში „შურისძიების“ მიზნით გაავრცელა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო დროს ხვედელიძეს ბრალდებებს უყენებდა.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გელა ხვედელიძის დაკავებით, მთავრობამ აჩვენა თავის „ხელწერა“, რომ მიუხედავად თანამდებობისა, „კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი“.

ხვედელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა  თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივლისს გაიმართება. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24