Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გმობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 მაი.'13 / 13:33

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ დაგმო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სოფელ დიცისა და დვანის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მავთულხლართების გავლების ფაქტი, რამაც „სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას“.

„მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლებრვი ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას“, - ნათქვამია ჯაფარიძის წერილობით განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „ოკუპანტ ძალას“ შეასრულოს „2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უარი თქვას საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციაზე“.

დეპუტატის თქმით, „ამგვარი პროვოკაციები“ საფრთხის შემცველია ჟენევის ფორმატში და ასევე ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფარგლებში „სამშვიდობო პროცესის სტაბილურად წარმართვისათვის“.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის განცხადებაში ასევე დაგმო მომხდარი, მიმართავს, რათა გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის მიზნით, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას განსაკუთრებული ყურადღებისა და რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8